ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლამი: ” ეს შეხვედრა 180 წუთი გაგრძელდება”

ფილიპ ლამი უკვე წლებია “ბაიერნისთვის” უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ტრავმიანობის გათვალისწინებით, მისნაირი მაღალი კლასისა და დიდი გამოცდილების ფეხბურთელების საკუთარ განკარგულებაში ყოფნას გუარდიოლასთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. გერმანიის ჩემპიონი მოუთმენლად ელოდება მომავალ შეხვედრას და სანახაობრივი მატჩის იმედი აქვს…

” 2013 წელს უკვე ვიყავით აქ, ეს შესანიშნავი სტადიონია ბრწყინვალე ატმოსფეროთი. ” -აცხადებს ლამი – “ასეთ არენაზე თამაში ერთი სიამოვნებაა. წინ ევროპის ორი უძლიერესი გუნდის თამაში გველოდება. წინა სეზონში “იუვენტუსმა” უკვე დაამტკიცა, რამდენად კარგად შეუძლიათ “ჩემპიონთა ლიგაში” ითამაშონ. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო, უფრო სუსტი მეტოქე შეგვხვედროდა, მაგრამ ამ ტურნირის სილამაზე სწორედ ესაა. “

” რა თქმა უნდა, “სერია ა”-ში მათი ამჟამინდელი პოზიტიური სვლა მდგომარეობას გვირთულებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “ჩემპიონთა ლიგა” სრულიად სხვა ტურნირია. სტანდარტული მდგომარეობების დროს თავის დაცვა მნიშვნელოვანი იქნება, ასევე უნდა ვეცადოთ დაცვის დასახმარებლად მეტოქეთა ყველა ფეხბურთელმა დამატებითი სამუშაო შეასრულოს. მოედანზე უნდა გავიდეთ და საუკეთესო შედეგისთვის ვიბრძოლოთ, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს შეხვედრა 180 წუთი გაგრძელდება და წაგების შემთხვევაშიც, არაფერი იქნება გადაწყვეტილი. “

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
paulo dybala
paulo dybala
8 years ago

ai martali kaci

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ლამი თავმდაბალი ტიპია და პატივს ვცემ იმედია იუვესტან ჩააგდებს თამაშს:D

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მაგარი კაცია როგორც ფეხბურტელი მაგრად მევასება მარა დღეს ჩვენ ვიგებთ :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :forza: :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ერთი საღად მოაზროვნო ადამიანი აღმონჩდი ბაიერნიდან 1 თამაჰზე არაჰერი ირკვევა პროსთა იუვე თუ მოიგო ტრი ნულ მე ბოდიჰი ჰანსი არ გაქვთ :forza: :juvee:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x