ტრაპატონი: “ისტორია “იუვენტუსის” მხარესაა”

“იუვენტუსისა” და “ბაიერნის” დაპირისპირებასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა. მათ შორისაა ლეგენდარული ჯოვანი ტრაპატონი, რომელიც “ბებერი ქალბატონის” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია…
“როდესაც გათამაშებაში “ნოკ-აუტ” ეტაპზე გადადიხარ, ძლიერ მეტოქესთან შეხვედრა გარდაუვალია. ეს უდიდესი ტრადიციების მქონე ორი გუნდია, დიდი სულისკვეთებით და მოთამაშეებით, რომლებიც მუდმივად უძლებდნენ ზეწოლას და ახერხებდნენ მატჩების ბედის გადაწყვეტას.”
“არ ვიცი, როგორი კონდიციებით ჩადის “ბაიერნი” ტურინში. როგორც წესი, ჩემ მიერ გაწვრთნილ გუნდებს სეზონის ამ პერიოდში გადაღლა ეტყობოდათ ხოლმე, რადგან მრავალი თამაშის მიყოლებით გამართვა უწევდათ.”
“ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მოთამაშეებზე, რომლებიც დიდი მატჩის წინ არ განიცდიან არანაირ შიშს, მნიშვნელობა არ აქვს, შეხვედრა ტურინშია თუ მიუნხენში. ვფიქრობ, რომ ხედირას სასტარტო შემადგენლობაში დაყენება სწორი გადაწყვეტილება იქნება, რადგან იგი მსოფლიო დონის მოთამაშეა, რომელსაც აქვს დიდი ტექნიკური შესაძლებლობები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მზადაა.”
“ისტორია გვეუბნება, რომ ჩვენ მათ ვამარცხებდით. თუ ეს კრივის შეხვედრა იქნებოდა, ისინი ქულებით გვაჯობებდნენ, მაგრამ ფეხბურთში გოლებით ითვლიან, აქ კი ჩვენ მათ ვამარცხებდით ხოლმე. თუ ამ საღამოს პოზიტიური შედეგის დაფიქსირება შევძელით, “იუვეს” შემდეგ ეტაპზე გასასვლელად შანსები 51% ექნება.” – აცხადებს ტრაპატონი TuttoJuve – სთვის მიცემულ ინტერვიუში.
წყარო: Football-Italia
getanxmebi trapatoni
უმაგრესი
კაცია ტრაპი მაგრად მევასება
საუკეთესო იუვეს ედგა სათავეში
ტრაპატონიიი !!