ლამი: ” ეს შეხვედრა 180 წუთი გაგრძელდება”
ფილიპ ლამი უკვე წლებია “ბაიერნისთვის” უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ტრავმიანობის გათვალისწინებით, მისნაირი მაღალი კლასისა და დიდი გამოცდილების ფეხბურთელების საკუთარ განკარგულებაში ყოფნას გუარდიოლასთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. გერმანიის ჩემპიონი მოუთმენლად ელოდება მომავალ შეხვედრას და სანახაობრივი მატჩის იმედი აქვს…
” 2013 წელს უკვე ვიყავით აქ, ეს შესანიშნავი სტადიონია ბრწყინვალე ატმოსფეროთი. ” -აცხადებს ლამი – “ასეთ არენაზე თამაში ერთი სიამოვნებაა. წინ ევროპის ორი უძლიერესი გუნდის თამაში გველოდება. წინა სეზონში “იუვენტუსმა” უკვე დაამტკიცა, რამდენად კარგად შეუძლიათ “ჩემპიონთა ლიგაში” ითამაშონ. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო, უფრო სუსტი მეტოქე შეგვხვედროდა, მაგრამ ამ ტურნირის სილამაზე სწორედ ესაა. “
” რა თქმა უნდა, “სერია ა”-ში მათი ამჟამინდელი პოზიტიური სვლა მდგომარეობას გვირთულებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “ჩემპიონთა ლიგა” სრულიად სხვა ტურნირია. სტანდარტული მდგომარეობების დროს თავის დაცვა მნიშვნელოვანი იქნება, ასევე უნდა ვეცადოთ დაცვის დასახმარებლად მეტოქეთა ყველა ფეხბურთელმა დამატებითი სამუშაო შეასრულოს. მოედანზე უნდა გავიდეთ და საუკეთესო შედეგისთვის ვიბრძოლოთ, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს შეხვედრა 180 წუთი გაგრძელდება და წაგების შემთხვევაშიც, არაფერი იქნება გადაწყვეტილი. “
წყარო: football italia
ai martali kaci
ლამი თავმდაბალი ტიპია და პატივს ვცემ იმედია იუვესტან ჩააგდებს თამაშს:D
მაგარი კაცია როგორც ფეხბურტელი მაგრად მევასება მარა დღეს ჩვენ ვიგებთ
ერთი საღად მოაზროვნო ადამიანი აღმონჩდი ბაიერნიდან 1 თამაჰზე არაჰერი ირკვევა პროსთა იუვე თუ მოიგო ტრი ნულ მე ბოდიჰი ჰანსი არ გაქვთ