ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი:”პენალტი? მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო”

არტურო ვიდალის განცხადებით მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც კონკრეტულ ეპიზოდში პენალტი არ დანიშნა:


 

“ვიცი, რომ ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვება, თუმცა ხელი სხეულიდან არ მომიშორებია და შედეგად არბიტრმა ყველაფერი საუკეთესო კუთხით შეაფასა.

ყოველთვის 100%-ით ვიხარჯები ვარჯიშებზე და მზად ვარ მწვრთნელის მითითებები ზედმიწვენით კარგად შევასრულო.. ხაბი ალონსო სათადარიგოთა სკამზე დარჩა და მისი პოზიციის შევსება გუარდილამ მე დამავალა. არ არის გამორიცხული მომავალში მსგავს როლში ხშირად მიხილოთ.

კონცენტრირება არასოდეს არ უნდა დავკარგოთ, ჩემი ფუნქცია კი ბურთის სწრაფი მიღება და გაცემაა, როგორც ამას სიტუაცია მოითხოვს. იუვეს ფორვარდების მხრიდან მჭიდრო პრესინგმა გარკვეული სირთულეები შემიქმნა, ხოლო დიაგონალური გადაცემებისას რთულია თითოეული პოზიციის სათანადოთ ამოკეტვა.

იუვე? ოთხი ფანტასტიკური სეზონი გავატარე და ბუნებრივია განშორება რთული აღმოჩნდა. ჩემს ცოლს საერთოდაც დარჩენა სურდა, მაგრამ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მივიღე.. ახალი გამოწვევა მჭირდებოდა”.

წყარო: tuttosport

43 thoughts on “ვიდალი:”პენალტი? მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო”

  1. დიბალა არის .ლე, რათ უნდა მაგას ბევრი ბაზარი, ტიპმა 90% ბურთი ვერ მიიღო, უამრავჯერ დაკარგა და პასი მგონი მარტო ერთხელ გააკეთა სწორი, ისიც უკან დაუგორა ბარძალის მგონი. და გოლი, კარგია რომ გოლი გაიტანა, მაგრამ ეგეთ გოლებს ალბათ სერია ა-ს 99% ფეხბურთელი გაიტანდა და ეგ არაფერს უცვლის, მაინც .ლეა
    დიდი ხანია არ დამიპოსტავს და წარმატებული ყოფილიყოს ჩემი დაბრუნება იუესთვის, :forza:

  2. საუკეთესო ორივე გუნდიდან მანძუკა იყო ამას რათ უნდა ბევრი ფიქრი :forza: აი რას ნიშნავს კლასი და ესეთ მძიმე მომენტებში რომ არ იბნევი :juvee:

  3. დათო ჯიშკარიანი
    გოლი სტურარომ უფრო გადამწყვეტი შეაგდო მარა არავინ არ ახსენებს, მანჯუკამ დაუღეჭა და იმას ნებისმიერი შეაგდებდა, დიბალას არცერთ სათამაშო ეპიზოდში გოლამდე სწორად არ უთამაშია და ფეხბურთელი ასეთ მნიშვნელოვან თამაშში იმისთვის არუნდა იდგეს მოედანზე რო ელოდეს როდის დაუღეჭავს ვინმე ბურთს და როდის დარჩება მეკარესთან პირისპირ, ბურთო რო გადმოვარდა, მიიღე და გააჩერე 1-2 წამი, ვერცერთი გადაგდებული ბურტი მაგან ვერ მიიღო, შენარჩუნებაზე და გუნდის ამოწევაზე ზედმეტია ლაპარაკი, მანჯუკამაც ბოლოს მოუმატა თუარა მანამდე სად დარიხინობდა აზრზე არ იყო.

    1. 1juve
      Ishviatad getanxmebi xolme magram absoluturad martali xar dybalas shefasebashi titqmis yvela epuzodshi shecda!!!! Ubralod mas aqvs axalgazrduli jini da energia ris xarjzec dzalian xshirad sachiri dros sachiro adgilzea xolme, rac moxda golis epizodshi !!! Tavisuplad sheudzlia igive gaimeoros alianszee

  4. კაროჩე არ მიყვარს კომენტარების წერა მაგრამ აქ ზოგი მემგონი ფეხბურთს გამორთულ ტელევიზორში უყურებს:)))

  5. დიბალას რას ერჩი ვერ ვხვდები ) პირადი ანტიპატიების გამო ამ ბიჭის მუდმივი დაკნინება უკვე ნერვებზე მოქმედებს :) გუშინდელ შეხვედრაში საჭირო გოლი გაიტანა და მორატა რა ნამუსით უნდა დაეყენებინა? ვინ იცოდა რომ ასეთი იქნებოდა მინდორზე? გასული თამაშების მიხედვით მორატა მოედანზე ყოფნას იმსახურებდა? სასტარტოდან?

  6. მე 2 თვით ადრე ის გამოვუცანი რო დიბალა და ხედირა ვერაფერს ვერ იზამდნენ და ალეგრიმ თუ 1 საათიანი ჯახირის მერე ის გამოიცნო რო ხედირაზე უკეთესად სტურარო ითამაშებდა ეს უნდა დავუფასოთ? :chuvak:
    ზამენის გამოცნობა კაია მარა სასტავის გამოცნობა უკეთესია, სტურარო რო სასტავში ყოფილიყო ხედირას მაგივრად და წინ მორატა დიბალას მაგივრად მერე შევაქებდი ალეგრის, ალეგრიმ ცვლილება მერე გააკეთა როცა ყველამ დაინახა რო ცვლილება საჭირო იყო, მაგ დროს ვინ არ გაიყვანდა ხედირას? ალეგრი იმიტოა ტრეინერი რო ხედირას ცუდი თამაში თამაშამდე ევარაუდა, სახელი და გვარები კაი ხანია აღარ თამაშობენ ფეხბურთს

  7. პენალტი იყო აშკარად მარა ეს არაფერს არ ცვლის გუშინდელი იუვეს თამაში განსაკუთრებით 1 ტაიმი ტეხვს ხო ესე კანკალით ეთამაშო გუნდს უკანა ხაზი ძან ცუსტად გამოიყურებოდა და მარკიზიოს ვერ ამოქონდა ბურთი როგორც საჭირო იყო პოგბა ხედირა სად იყო არ ვიცი და ეს ხდერა თუ სახედარი გასტანია ვაფშე გუნდიდან მე თუ მკითხვთ. კაი იქნებიდა რო მოგვეგი 3-2 გუნდი უფრო კაი განწყობით ჩავიდიდა მილხენში.

  8. აი ალეგრის დადანაშაულება კიდევ კონტესადმი სიმპატიების და რომანტიული ხასიათის ბრალია )

    უმნიშვნელოვანეს მატჩში როცა ხედირა ჯანმრთელად გყავს ვერ დასვავ სკამზე და სტურაროს ვერ ათამაშებ რიგი მიზეზების გამო. ელემენტარულად იმიტომ რომ სკამზე მსოფლიო ჩემპიონს ვერ დასვავ

    მეორე.. მარკიზიომ ჩააგდო და ჩაყვა ნახევარდაცვა.. მერე გაირკვა რომ ტრავმით თამაშობდა მაგრამ ეგ თამაშის მიმდინარეობისას მიიღო.. წინააღმდეგ შემთხვევაში მალევე დატოვებდა მინდორს

    ალეგრის დამსახურებაა ეხლა 2-2.. და კიდევ.. ევრას ფაქტორმა გუნდზე უარყოფითად იმოქმედა და მანჯუკიჩი დასახმარებლად ჩადიოდა იმიტომ რომ რობენს ვერ აჩერებდნენ ლამთან ერთად. ეს კიდევ გუნდს უკან ჩამოწევას ხელს უწყობდა.. დიბალა მარტო იდგა 5 ფეხბურთელის გარემოცვაში.. ასეთ დროს ნახევარდაცვაა მთავარი დამნაშავე, რომელსაც ვერ ააქვს ბურთი და ვერ იჭერს მას!

    აქ ალეგრის რა ბრალია? გამოუშვა მეტ ნაკლებად საღ სალამათი რომელმაც ელემენტარული სივრცეები შექმნა, ჭკვინურად იჭერდა და ფარავდა ბურთს და როცა გააგორეს, კი შეუგურეს ფრიცებს!

    ალეგრიმ გუშინ ყველა შეცვლა გამოიცნო და გუნდს მიუნჰენში გასვლის იმედით წაიყვანს, არადა პირველი საშინელი ტაიმის მერე თუ რამე გვიშველიდა არ მეგონა! ამიტომაც მაქვს იმედი იქ! იმიტომ რომ ალეგრის სახით ძალიან ძლიერი მწვრთნელი გვყავს!

  9. ალბათ უპრო იყო იმიტომ რომ მის უკან პასის ადრესატი იდგა,ესპანეთსი ეგ ასი პროცენტით პენალტია

  10. რავი ჩემი აზრით კლუბი რო ასე ცუდად ითამაშებს ის სხვის შეცდომაზე არუნდა ლაპარაკობდეს, პირველრიგში ალეგრიმ და ფეხბურთელებმა თავიანთი შეცდომები უნდა დაინახოს, მსაჯის სეცდომებზე ლაპარაკი მიუნხენის თამაშისთვის არაფერში არ გამოგვადგება და ალეგრის შეცდომებზე ლაპარაკი და გააზრება თვითონ გუნდში, იქნება წაგვადგეს რამეში

    1. პირველი ტაიმი ვერ ითამაშეს, უფრო სწორად ბავარიამ არ ათამაშა და ბურთი დამალა და ალეგრის მართლა 0:0 უნდოდა როგორც ჩანს…
      მაგრამ მეორეში სხვა იგრა წავიდა…
      აი მშვიდ გონებაზე უყურე (გუშინ მეც დაძაბული ვიყავი და სხვა აღქმაა) 15 წუთიანი მიმოხილვაა… და მეორე ტაიმი ნახე, რამდენი შეტევა გვქონდა

      https://www.youtube.com/watch?v=mz2vcAApcUo

  11. თუმცა ვიდალს არ უთქვამს რომ ხელი არ იყოო, ხელი ნამდვილად იყო და უკვე მსაჯის გადაწყვეტი იყო დადებდა თუ არ დადებდა… და რადგან არ დადო ესეიგი მიუდგა ბავარიას…

  12. შენ ბრატ მსაჯი ხარ??? რა ჭკვიანურად მსჯელობ :lool: :lool: :lool: რას ნიშნავს პენალტი არ იყო??? პასი მიდიოდა ადრესატამდე და ტიპის ხელმა შეუშალა ხელი, 100% იანი პენალტი იყო. :lool: :lool:
    კიდე გააძრე რა რამე ხოხმა, სახალისო კაცი ჩანხარ

  13. 1juve

    ხოდა ისედაც თანამბარი რომ არ იყო თამაში და ბაიერნი რომ იყო, დახმარებას აღარ საჭიროებდა ნამდვილად მსაჯის მხრიდან…
    თავისუფლად შეეძლო დაედო პენალტი მსაჯს. და ასევე შეეძლო გოლი არ ჩაეთვალა, ბუფონს ფარავდა აფსაიდში ლევანდოვსკი, მიულერის გოლზე.

    ა ბატონო ორივე ეპიზედი

    https://www.facebook.com/ForzaJuve.Ge/photos/a.153036041406889.27928.152615024782324/1043013892409095/?type=3&theater

  14. 100%პენალი და აფსაიტი არ დადო ხელს სახში ვერ დატოვებდა ძალიან სუსტი არგუმენტია რობენის გოლის დროს დააკვირდი ბონუჩის ხელებს და მიხვდები რომ”ხელის სახლში დატოვება” შესაძლებელია

      1. რა ბუნებრივ მდგომარეობაში ჰქონდა რა ფეხბურთს უყურებდი კაცურად? ტიპმა ხელი შემოატრიალა იმენა! მთელი დედამიწა ატრიალებს მაგ კადრს და ყველა ამბობს შენს, ვიდალის და მსაჯის გარდა არ არისო ) კარგი რა მართლა უკვე !

        1. სუფთა პენალტი იყო:) რას ქვია ბუნებრივ მდგომარეობაში? ბურთი კარისკენ მიდიოდა და ამ მომენტში აღარც ბუნებრიობა მოქმედებს და აღარც “ბურთმა მოძებნა ხელი” :yes:

  15. თანაბარი თამაში რო ყოფილიყო მაშინ კიდე ხო სეიძლება გამოეკიდო მსაჯის შეცდომებს მარა გუშინ თვითონ იუვემ იმდენი შეცდომა დაუშვა რო მაგის მერე მსაჯის 1-2 შეცდომაზე ლაპარაკი არ ღირს, პენალტი არ იყო იქ, ხელს სახლში ვერ დატოვებდა ვიდალი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.