ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი:”პენალტი? მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო”

არტურო ვიდალის განცხადებით მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც კონკრეტულ ეპიზოდში პენალტი არ დანიშნა:


 

“ვიცი, რომ ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვება, თუმცა ხელი სხეულიდან არ მომიშორებია და შედეგად არბიტრმა ყველაფერი საუკეთესო კუთხით შეაფასა.

ყოველთვის 100%-ით ვიხარჯები ვარჯიშებზე და მზად ვარ მწვრთნელის მითითებები ზედმიწვენით კარგად შევასრულო.. ხაბი ალონსო სათადარიგოთა სკამზე დარჩა და მისი პოზიციის შევსება გუარდილამ მე დამავალა. არ არის გამორიცხული მომავალში მსგავს როლში ხშირად მიხილოთ.

კონცენტრირება არასოდეს არ უნდა დავკარგოთ, ჩემი ფუნქცია კი ბურთის სწრაფი მიღება და გაცემაა, როგორც ამას სიტუაცია მოითხოვს. იუვეს ფორვარდების მხრიდან მჭიდრო პრესინგმა გარკვეული სირთულეები შემიქმნა, ხოლო დიაგონალური გადაცემებისას რთულია თითოეული პოზიციის სათანადოთ ამოკეტვა.

იუვე? ოთხი ფანტასტიკური სეზონი გავატარე და ბუნებრივია განშორება რთული აღმოჩნდა. ჩემს ცოლს საერთოდაც დარჩენა სურდა, მაგრამ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მივიღე.. ახალი გამოწვევა მჭირდებოდა”.

წყარო: tuttosport

43 thoughts on “ვიდალი:”პენალტი? მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო”

  1. რა სხეულიდან არ მოგიშორებია მაგ დროს ორივე ხელი ზურგს უკან აქვთ ხოლმე და შენ მეკარესავით იდეგი საჯარიმოში და ისე გააჩერე ბურთი:D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.