მზადება “ინტერთან” მატჩისთვის
მიუნხენის “ბავარიასთან” მატჩი უკვე წარსულია და ახლა მასიმილიანო ალეგრის გუნდი მილანის “ინტერთან” დაპირისპირებისთვის ემზადება, რომელიც 28 თებერვალს გაიმართება ტურინში.ვინოვოს ბაზაზე ვარჯიშები აქტიურად გრძელდება და იტალიური პრესა იმ ტაქტიკურ მონახაზზე საუბრობს, რომლითაც ბებერი ქალბატონი ნერიაძურის წინააღმდეგ წარსდგება.
ერთადერთი სერიოზული დანაკლისი კვირის მატჩისთვის კლაუდიო მარკიზიო იქნება, რომელმაც კუნთი დაიზიანა და მინიმუმ 1 კვირას იუქმებს, თუმცა, ალეგრი რეჯისტას ჩანაცვლებას ბრაზილიელი ერნანეშით აპირებს, რომლის თამაშითაც რეკორდმაისტერების წინააღმდეგ ყველა კმაყოფილი დარჩა.შესაბამისად, პოლ პოგბასთან და სავარაუდოდ სტეფანო სტურაროსთან ერთად ნახევარდაცვაში ექს-ინტერელი გაირჯება. დაისვენებს სამი ხედირაც.
დაცვის ხაზში სასიამოვნო სიახლეებია, მწყობრში ბრუნდებიან ჯორჯო კიელინი და ალექს სანდრო, ორივე მათგანი დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობაში იქნება.ალეგრი 3-5-2 ტაქტიკას უბრუნდება და როგორც ვიცით, ჯორჯო ამ სქემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.რაც შეეხება წინახაზს, პაულო დიბალას ძირითადში თამაში გადაწყვეტილია, მას კი ალბათ მარიო მანჯუკიჩი შეუწყვილდება.
0-0 agar gaimeorot 3-0 minda me
morata unda dayenos win
aseve xedira shenelebuli kadria da sturaro atamashos upro mondomebulia tan axalgazda
gol gaushvebad mogeba gvinda dz.
Xedira ram dagala?
Daayenebs vitom sturaros jobia upro meti dro mices chasvas cotaxani dziritadshi da naxos moumatebs tu ara aba xedira vegar dgeba pormashi erti ori machis shemdeg tu ar daimtvra mashin unda daasvenos to vase ar varga tore rato unda daasvenos tan intertan erti tamashit gadaigala to xo mourchao bolomde.arada magari pegburtelia to sachiro arc beveria mara amdeni tramvebi dags asvams begburtels ise bolomde vegar it’smashebs dashindeba agar gariskavs da bevri ram ra.am wlis bolomde shexedon da tu daileweba kide xshirad an ver moumatebs rac mgonia ukve jobia iqneb gayidon