დიბალა:”იუვე ერთადერთი გუნდია სადაც თამაში მსურს”
პაულო დიბალა ბაიერნთან გამართულ დაპირისპირებაზე და ინტერთან მოახლოებულ შეხვედრაზე საუბრობს:
“უკვე არაერთხელ მოვისმინე თითქოს ჩვენ ბოლომდე არ გვქონდა ბაიერნის ძალა გათვითცნობიერებული, რაც დიდი სისულელეა.. კარგად გვესმოდა რაოდენ დიდ ძალასთან გვიწევდა დაპირისპირება.. პირველ ტაიმში მიუხედავად დიდი სირთულისა, რამდენიმე ეპიზოდი მაინც გვქონდა ნოიერის კარის ასაღებად. ხოლო მეორე გაშვებულმა ბურთმა, რაღაც გამოაღვიძა ჩვენში და გაცილებით არგესიულები გავხდით.. შედეგმაც არ დააყოვნა და სწორედ ეს უნდა გახდეს საყრდენი წერტილი.. ნებისმიერთან შეგვიძლია ტოლსწორად ასპარეზობა..
რას ველით საპასუხო მატჩში? საბედნიეროდ ბრძოლაში დაბრუნება მოვახერხეთ და ყველაფერი ჩვენს ხელშია. თუ მიზანდასახულები ვიქნებით და საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე ვირწმუნებთ, მაშინ სასურველი შედეგის მიღწევას აუცილებლად შევძლებთ. ტურინულმა მატჩმა აჩვენა, რომ გოლების პრობლემა ან შეტევების ორგანიზება ასეთ დიდ გუნდთანაც პრობლემას არ წარმოადგენს..
ჩემი სადებიუტო გოლი? ჩემპიონთა ლიგა საოცარი ტურნირია და ბუნებრივია გამორჩეული ემოცია მივიღე. გასულ მატჩებშიც ვცილობდი, მაგრამ მიზნის მისაღწევად ცოტა მაკლდებოდა. ეს გოლი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ფსიქოლოგიური კუთხითაც.. ზეიმი? მსურდა, მაგრამ როდესაც საკუთარ არენაზე ორი ბურთით მარცხდები, ეს წარმატებისკენ მხოლოდ ერთი პატარა ნაბიჯი იყო.
როგორ უნდა ვიბრძოლოთ ბაიერნის წინააღმდეგ? გაცილებით მეტ ხანს უნდა ვამყოფოთ წნეხში და ტემპი არ უნდა დავაგდოთ. შეუძლებელია ისეთ სტილში ასპარეზობა მთელი 90 წუთი როგორც ამას ბაიერნი ახორციელებდა.. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია მათი თამაშის ფილოსოფია.. გერმანელები მიჩვეულნი არიან ბურთის ტოტალურ ფლობას და მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეში რიცხობრივი უპირატესობის შექმნას.. რთული შეხვედრა გველის, მაგრამ ჩვენის მხრივ შეგვწევს ძალა ისე ვიასპარეზოთ როგორც უკანასკნელ 30 წუთში..
მანჩინი? სხვათაშორის მას ჩემი გადაბირება სურდა და დამიკავშირდა კიდევაც.. მაგრამ თავაზიანი უარით გავისტუმრე.. მიზეზი მარტივია, პირველივე დღიდან მხოლოდ იუვეში ყოფნა მსურდა.. ვიცოდი, რომ ტურინელები მაკვირდებოდნენ და ეს სასიამოვნო იყო.. სიამაყით მავსებდა ჩემს მიმართ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გუნდის ყურადღება.
იკარდი? რადიკალურად სხვა ტიპის თავდამსხმელები ვართ.. იგი მეტად ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე ირჯება, თავად კი მეორე შემტევის.. ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ მას მანჯუკიჩს შევადარებთ.. სწორედ ისინი არიან ერთი სტილის მოთამაშეებინ. იმედი მაქვს ნაციონალურ გუნდში, ერთად თამაშის საშუალება მოგვეცემა”.
წყარო: tuttosport
genacvale shen
მიუხედავად იმისა რომ, ბაიერნთან გაიტანა, ცუდი მატჩი ჩაატარა, ბურთს ვერ იჭერდა, ისე კარგი ბიჭია
დიბალა გაიხარე და იმედია ასე იქნება სულ ჰენი იმედი როგორ მაქ ვერ წარმოიდგენ დავუჰვათ ჰეძლო იუვემ ის რო 0-0 ითამჰა ბაიერთან და ამ დროს მსაჯის დამატებულ წუთზე დაიდო პენალი ჰენ მინდა დაარტყა მარა იმედი მაქ არ მიყვანთ მაგ დრომდე თამაჰს წარმატებები
დელ პიეროს ნამდვილი მემკვიდრეა ცემი აზრით
ჭკვიანი ბიჭია!
აბა ბერარდისთვის დაერეკა მანჩინის
მჯერა ამ ბიჭის ჩვენი მომავალი ჯილაა პირველივე სეზონში უკვე 16 გოლი ეს შესანიშნავი შედეგია
მიდი დიბალ, მიდიიი!
იმედია ვიდალა აფერისტივით არ შეცვლი ჩვენებას და მუდამ იუვეს მაისური გეცმევა
პაულო ერთიც შენ გაიტანე და გვეყოფა