კალჩო სავალალო დღეშია.. 2017/18 სეზონის იმედი თანდათან ქრება..
შარშანდელმა სეზონმა იტალიური ფეხბურთის ქომაგს იმედი ჩაუსახა, რომ კალჩო ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მეოთხე საფეხურს დაიბრუნდება და საერთოდაც.. მოახერხებდა ღრმა კრიზისიდან თავის დაღწევას.. სამწუხაროდ გუშინდელმა დღემ რეიტინგის თვალსაზრისით სერია ა-ს კარგი არაფერი შემატა:
2017/18 სეზონის პროგრამა აქტუალურია, რადგან თუ იტალიელები მოახერხებდნენ ინგლისელთა გადასწრებას, რომლებიც ამ ეტაპზე მესამე პოზიციაზე იმყოფებიან საერთო ჩათვლაში, მაშინ უკან დაიბრუნებდნენ მეოთხე ადგილს ჩემპიონთა ლიგაში, მაგრამ..
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში ამ ეტაპზე რომა და იუვენტუსი ასპარეზობენ.. პირველმა შინაურ კედლებში რეალთან 0-2 დათმო, ხოლო მოქმედმა ჩემპიონმა ბაიერნთან იუვე არენაზე ფრედ 2-2 ითამაშა. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ორივე მათგანის საქმე ფრიად რთულად გამოიყურება.. დედაქალაქელები პრაქტიკულად უშანსოდ არიან, რადგან მადრიდში სამ ბურთიანი ფორით გამარჯვება დღევანდელ რეალთან.. არც იუვეს აქვს იოლი ამოცანა, რომელმაც პირველ ტაიმში სრულად გამოცადა საკუთარ თავზე რა არის რეალურად ძლიერი შეტევა, მაღალი პრესინგი და ბურთის ფლობა საჯარიმოს სიახლოვეს.
გადავხედოთ ევროპა ლიგას.. თუ შარშან ამ ტურნირში სერია ა-ს ბინადრები ნაყოფიერად ირჯებოდნენ 1/2 ფინალს ორი წარმომადგენლით შეხვდნენ, წელს ძალზედ რთულად წარმოსადგენია 1/4 ფინალში მაინც რომ ვიხილოთ ეულად დარჩენილი ლაციალე..
დიახ, სწორედ რომაული კლუბი დაიცავს ქვეყნის პრესტიჟს ამ ტურნირში, რადგან ნაპოლიმ თავის იგუაინთან და კომპანიასთან ვერაფერი მოუხერხეს სან პაულოზე ვილიარეალს და ფრეს დასჯერდნენ.. 1-1..
ხოლო პაულო სოუზას ფიორენტინა აშკარად არ არის სათანადო დონეზე მომზადებული, რადგან ტოტენჰემმა კარგი გაკვეთილი ჩაუტარა და დამსახურებულად დაამარცხა მეტოქე 3-0.. მართალია სოუზას საკუთარი პროექტის სწამს, ისევე როგორც სარის, მაგრამ თუ აპენინელები საკუთარ ეგრე წოდებულ პროექტში ევროპულ სარბიელს მომავალში მაინც არ განიხილავენ, მაშინ კალჩო ცოტახანში კიდევ უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდება.. მითუმეტეს შარშანდელის შემდეგ იმედიანად მყოფნი, ინგლისელთა ცუდი ასპარეზობით ვხარობდით.. დღეს კი თავად შეხედეთ როგორ ასპარეზობენ პრემიერ ლიგის გუნდები.. რამდენი წარმომადგენელი ჰყავთ ერთსა თუ მეორე ტურნირში..
katastrofaa
ჩელსი არსენალი აღა იქნება.ლაციო გავა 1\4 ში და იუვეს აქვს შანსი გავიდეს მომდევნო ეტაპზე.ჯერ ადგე რადაჭრით იმის თქმა რომ წლევანდელი სეზონი ჩაშლილია.
ევრო სპორტ დვა ჩართეთ დაიწყო ახლა
იუვე ლიგაზე ყოველთვის გავა და სხვებმა იდარდონ ბერნადერსკი მოგვცეს ფლორენციამ !
კალჩოს არაფერი ეშველება სანამ ჯიბეზე ხელს არ გაიკრავენ . და კიდევ როცა იუვე ვინმე ახალგზრდა ნიჭიერს ყიდულობს განათხოვრება სერია ბ და ც ში უწევს სერია ა-ლი არავინ კადრულობს ნიჭიერ ახალგაზრდას.
მილანი უნდა შევიდეს სამეულში აუცილებლად
ეს კატასტროფა იტალიის ფეხბურთის სირცხვილია