ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიპი:”დერბი დ’იტალია? კარგი მატჩი გველის”

ჟურნალისტები მარჩელო ლიპის დაუკავშირდნენ და მაესტროს მოახლოებულ დერბი დ’იტალიაზე გაესაუბრნენ:

“მატჩი ინტერთან? ვფიქრობ, დაბალანსებული შეხვედრა გველის მიუხედავად იმისა, რომ ნერიაძურის ბოლო ხანს აშკარა კრიზისი დაეწყო.. გუნდმა პირველი პოზიცია დაკარგა და ბუნებრივია ფსიქოლოგიურ წნეხში მოექცა.. თუმაც, იუვენტუსი მინდორზე მეტოქისადმი დიდი პატივისცემით იასპარეზებს..

იქნება თუ არა ეს მატჩი გადამწყვეტი? მაგიდაზე პოტენციური 36 ქულაა გასათამაშებელი და ჯერ რაიმეს გადაჭრით მტკიცება არის სისულელე.. ნაპოლის დამარცხებითაც კი არავის უფიქრია, რომ ჩემპიონატი დასრულდა. ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის და როგორ წარიმართება ბრძოლა არავინ იცის.

ჰერნანეში? არ ვიცი ის ითამაშებს თუ სხვა რომელიმე ნახევარმცველი.. საერთოდაც, ტურინელებს შემადგენლობაში უდაოდ მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს და ერთი ან ერთბაშად რამდენიმე ფიგურის შეცვლა პრობლემას არ წარმოადგენს.

დიბალა? იუვემ მომავლის ინვესტიცია განახორციელა. ალეგრი სწორს აკეთებდა, როცა ეტაპობრივად აშინაურებდა შემადგენლობას. მას უნდა ეგრძნო რა არის დიდი გუნდის პასუხისმგებლობა. საბედნიეროდ დიბალა კარგ ფეხბურთელთან ერთად მიზანდასახულიც არის და მუდმივ შრომაზე, განვითარება უკან არ იხევს..

სიმართლეა თუ არა რომ 1998 წელს რეალში ჩემი შესაძლო დანიშვნა? მადრიდული კლუბის პრეზიდენტი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ჰაინკესი წასვლას აპირებდა, ხოლო მისი ჩანაცვლება ჩემი მიწვევით სურდა. თუმცა, ვუპასუხე:”როდესაც იუვენტუსს წვრთნი სხვა გუნდზე ფიქრი შეუძლებელია”..

 

წყარო: tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
paulo dybala
paulo dybala
8 years ago

kargi matchi ki ara interis tyvna gvelis

nikoloza10
nikoloza10
8 years ago

Lipi shen xar legenda :italy: :italy: :wow:

LB19
LB19
8 years ago

Sauketesoa es kaci

lasha lasha
8 years ago

მაგარი ხარ მარჩელო :italy: :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ლიპი მაგარი ხარ

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x