ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Forza Calcio | პიოლი:”დავიმსახურეთ გამარჯვება”

რომის “ლაციო”-მ შინაურ არენაზე თურქული გალათასარაი დაამარცხა და ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მატჩის შემდეგ ლაციალეს თავკაცი ფეხბურთელების საიმედო ასპარეზობას ხაზი გაუსვა:


 

მსგავსად პირველი მატჩისა, მხოლოდ ერთი შეცდომა დავუშვით და მეტოქემ ამჯერადაც ისარგებლად.. თუმცა საერთო ჯამში სიტუაციაზე კონტროლი არ დაგვიკარგავს და სასურველ შედეგს მივაღწიეთ.

პირველ ტაიმში შემტევ ასპექტში აგრესია გვაკლდა, რაც შესვენების შემდეგ რადიკალურად შევცვალეთ. ბედნიერი ვარ ბიჭების გამო, მათ დიდი კრიტიკის მიუხედავად დაიმსახურეს დღევანდელი წარმატება.

ყველაზე მთავარი არის თავად გუნდის მიდგომა სიტუაციასთან.. მსგავსი ტემპით და კონცენტრირებით მომავალში დიდ წარმატებას მივაღწევთ. პირველი ნახევრის მიწურულს ვუთხარი ბიჭებს, რომ იმავე სტილში ეთამაშათ.. პოზიტიურ განწყობაზე ვიდექი, რადგან მათი შესაძლებლობების შესახებ კარგად მომეხსენება”.

 

წყარო: football-italia

8 thoughts on “Forza Calcio | პიოლი:”დავიმსახურეთ გამარჯვება”

  1. ლაციოს შანსი აქ 0 ლივერპულის ერთადერთი შანსი ევროპა ლიგაზე გასვლის უეფას თასია მეორე დორტმუნდი ლაციოსნაირ გუნდებს შეჭამს მესამე მოკრძალებული ფენერბახჩე ლაციოზე 2 თავით მაღლა დგას და კიდევ ერთი ლაციოზე ფარჩაკი გუნდი იშვიათობაა

  2. დათკა, შეიძლება უცნაურს რამეს ვწერ, მაგრამ ინტერზე დადეთ პოსტები, და ნაპოლიზე თავისი საიტი არ აქვთ საქართველოში, მოაწყდებიან ამ საიტს

    1. გამარჯობა,
      შევეცდები დავაბალანსო სტატიები.. საკმაოდ შრომატევადი იქნება და ვნახოთ.. ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში გავუშვით..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.