ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი გუნდს მოდუნების საშუალებას არ აძლევს

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ბიანკონერი შინაურ ასპარეზზე უნდა გადმოერთოს, რადგან ინტერთან მოახლოებულ დაპირისპირებას დიდი მნიშვნელობა აქვს:


 

ტურინელებმა გასულ ტურში კინაღამ ლიდერობა დაკარგეს, თუმცა ჩვენდა საბედნიეროდ ნეაპოლიტანელებმა მილანის დამარცხე ვერ მოახერხეს და ერთ ქულიანი ჰანდიკაპი შენარჩუნებულია..

ბუნებრივია ჩემპიონთა ლიგას ენერგიაც საკმაოდ მიაქვს, მაგრამ მეორეს მხრივ კონცენტრირებაშიც ხელს გიშლის.. სრულიად იტალია განმეორებით მატჩზე საუბრობს, რომელიც რამდენიმე კვირის შემდეგ გაიმართება, ხოლო ორიოდ დღეში გუნდს დერბი დ’იტალია უწევს, რომელიც შესაძლოა ბაიერნისგან განსხვავებით ნაკლებად მძიმეა, მაგრამ მოსისხლე მტერთან იოლი გასეირნება არასოდეს არის ადვილი.. მითუმეტეს როდესაც თასის ნახევარფინალში 3-0 გყავს დამარცხებული.. შურისძიების მომენტი საფეხბურთო სფეროში ფრიად გავრცელებული და პოპულარული სინდრომია..

ალეგრის ყველაფერი ბრწყინვალედ ესმის და ფეხბურთელებს მაქსიმალურად ტვირთავს.. ტოსკანელი სპეციალისტი ყველას ერთი და იმავეს უმეორებს.. ვემზადებით მატჩიდან-მატჩამდე!

შემადგენლობის მხრივ მარკიზიოს თუ არ ჩავთვლით მაქს ფართო არჩევანი აქვს.. ჰერნანეშის წარმატებული ასპარეზობა ვისაც არ დაეზარა ყველამ აღნიშნა და ბრაზილიელი მორიგ შანს მიიღებს.. სხვათაშორის ინტერთან მატჩი მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან სამხრეთ ამერიკელმა უნდა დაამტკიცოს რომ ბაიერნთან ჩართვა დროებით გამონათება არ იყო.. მასთან ერთად ელიან შემადგენლობაში მის თანამემამულე ალექს სანდროს.. ალბათ რამდენმა ინატრა ევრა-რობენის დაპირისპირების შემყურე “ნეტავ ეხლა სანდრო ცოტახნით მაინც შეუშვა მინდორზე”.. იმედი ვიქონიოთ ბრაზილიელი წარმატებით დაბრუნდება და საკუთარ წვლილს შეიტანს კლუბის წარმატებულ ასპარეზობაში!

ერთი სიტყვით, დროებით ლიგის აჟიოტაჟი გვერდით გადავდოთ და კალჩოს ამბებს მაქსიმალური კონცენტრირებით მივხედოთ..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
paulo dybala
paulo dybala
8 years ago

kargia

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

არაა ქულების დაკარგვის დრო

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

=ლიგაზე ორიენტირებული რომ კოფილიკო ეგ კვერცხი აქ შეუტევდა ბაერნი რომ გაცჰერდა მიტომ გგონიატ რომ იკ მოვუგებტ? სასცაულებიც ხდება …..

forza bianconeri
8 years ago

მაინც ლიგაზეა გუნდი ორიენტირებული და მგონი ქულებს დავკარგავთ შედეგად

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x