ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaCalcio | დაძაბულობა რომაელთა რიგებში..

იტალია რომ თვით “ემოციაა” ამაში ახალი არაფერია.. თითოეულ გადაწყვეტილებას ისე ხვდებიან, თითქოს ქვეყნის აღსასრული დადგა.. წარმოიდგინეთ, რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვებოდა რომას განაცხადში ტოტი რომ არ შეეყვანათ?


 

ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში ფრანჩესკომ საკუთარი გუნდი და მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი გააკრიტიკა, რის გამოც იგი პალერმოს წინააღმდეგ განაცხადს მიღმა დატოვეს.

ბუნებრივია ასეთ ფაქტს ფანების და მასმედიის მხრიდან დიდი რეზონანსი მოჰყვა. ფაქტია, დედაქალაქური კლუბის შიგნით არაჯანსაღი ატმოსფერო სუფევს და გარკვეული მასების მტკიცებით, კლუბის სწორ განვითარებას სწორედ ეს ფაქტი აფერხებს.

დღევანდელ პრესსკონფერენციაზე სპალეტიმ მოკლედ განაცხადა, რომ აღარ სურს ტოტის საკითხზე საუბარი.. თუმცა, როგორც ჩანს მასების ზეწოლამ თავისი გაიტანა და ტოტი ემპოლის წინააღმდეგ მინიმუმ სათადარიგოთა სკამზე გამოჩნდება, რადგან მწვრთნელმა იგი შემადგენლობაში დააბრუნა.

წყარო: tuttosport

4 thoughts on “#ForzaCalcio | დაძაბულობა რომაელთა რიგებში..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.