ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaCalcio | პიერპაოლო მარიანი:”სტროოტმანი მინდორს მომდევნო სეზონში დაუბრუნდება”

ერთ დროს ბიანკონერის სატრანსფერო სიაში მყოფი კევინ სტროოტმანი ძალზედ ნეგატიურ პერიოდს გადის დედაქალაქურ რომაში.. ფეხბურთელი გამუდმებულმა ტრავმებმა დატანჯა და ქირურგების მტკიცებით, მისი დაბრუნება მხოლოდ მომდევნო სეზონში თუ მოხდება..


 

პრობლემა, რომელიც ჰოლანდიელს შეექმნა იყო პირველ ოპერაციასთან დაკავშირებული.. იგი არ იყო წარმატებული და ამიტომაც დაინიშნა კიდევ ერთი.. თუმცა, ამჯერად რომას გადაწყვეტილებით ქირურგიული ჩარევა არა ჰოლანდიაში, არამედ რომშივე ექიმ პიერპაოლო მარიანის უშუალოდ ხელმძღვანელობით ჩატარდა.

აპენინელი ქირურგების განცხადებით ამჯერად ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ნახევარმცველი მინდორს მომავალ სეზონში სრულიად ჯანმრთელი დაუბრუნდება. ბუნებრივია ნიჭიერი ნახევარმცველისთვის ეს სასიხარული ინფორმაციაა:

“თავდაპირველად მოთამაშე ეჭვის თვალით მიყურებდა, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ მან მოკლე ტექსტური შეტყობინება გამომიგზავნა. იგი წუხდა იმის გამო, რომ არამეგობრულად მომიდგა.. ვიცი თუ რომელ სამედიცინო დაწესებულებაში გაიკეთა პირველი ოპერაცია.. ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ სრულყოფილი არავინაა.. ისე კი თავის დროზე ტოტისაც ჩავუტარე ოპერაცია და კარგად მესმოდა, რაოდენ დიდი ოქრო იწვა მაგიდაზე.. თუმცა საკუთარ საქმეში მუდამ დარწმუნებული ვარ”..

განვიცდიდი მის მდგომარეობას, რადგან ელემენტარულად პირველ დაბრუნებაშიც ეტყობოდა, რომ რაღაც ისე არ იყო. არ ვიცი განიცდის თუ არა რაიმეს, მაგრამ ზოგი ფეხბურთელი მადლობასაც კი არ გვეუბნება.. რას ვიზამთ ქირურგის პროფესია ადვილი არ არის.

სტროოტმანი აუცილებლად დაუბრუნდება უწინდებურ ფორმას.. მთავარია მან საკუთარ ძალებში ირწმუნოს..

იცით, რომ ხარჯას ჯვარედინი მყესების გამო ოპერაცია გავუკეთე და იგი მინდორს 93 დღეში დაუბრუნდა? ეს რეკორდია..”

 

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
paulo dybala
paulo dybala
8 years ago

sawyali

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x