ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სერია ა-ს 27-ე ტურის პროგრამა

სერია ა-ს 27-ე ტური ხვალ დაიწყება, კერძოდ ორი მატჩია დაგეგმილი: ემპოლი – რომა და მილანი – ტორინო, და დასრულდება ორშაბათის დაპირისპირებით ფიორენტინასა და ნაპოლის შორის.

27-ე ტურის ცენტრალური თამაში, ალბათ, დერბი დ’იტალია არის, ანუ დაპირისპირება ისტორიულ მეტოქეებს შორის: იუვენტუსი – ინტერი, რომელიც კვირას გაიმართება. ბიანკონერის არ ეყოლება მარკიზიო, რომელსაც ერნანეში შეცვლის; სამაგიეროდ, გუნდს შეუძლია 3-5-2 ტაქტიკას დაუბრუნდეს კიელინის მწყობრში ჩადგომის გამო; ასევე მწვრთნელის განკარგულებაშია ალექს სანდროც. ინტერის მხრიდან კონდოგბია მიიღებს მონაწილეობას მატჩში, ხოლო შეტევაში პალაჩიო-ედერის დუეტი იქნება ფავორიტი.

შემდეგ დღეს უკვე სტადიო ფრანკიზე ფიორენტინა და ნაპოლი გაარკვევენ ურთიერთობას. ნეაპოლელებს მატჩის მიმდინარეობისას უკვე ეცოდინებათ იუვენტუსის შედეგი. მათ აქვთ პოტენციური შესაძლებლობა, რომ დაუბრუნდნენ ლიდერის პოზიციას, თუმცა ფლორენციაში სავარაუდოდ იოლი გასეირნება არ ელით. სარის განკარგულებაში დაბრუნდა გრასი, ელ კადურის რაც შეეხება, კიდევ ერთი მატჩით მოუწევს დასვენება.

ასევე საინტერესოა დაპირისპირება სან სიროზე მილანსა და ტორინოს შორის. რომანიოლი მილანის რიგებს დაუბრუნდა, ხოლო დისკვალიფიცირებულ მონტოლივოს ბერტოლაჩი შეცვლის მოედნის ცენტრში.

27-ე ტურის თამაშები:

კარპი – ატალანტა

კიევო – ჯენოა

ემპოლი – რომა (შაბათი)

ფიორენტინა – ნაპოლი (ორშაბათი)

იუვენტუსი – ინტერი

მილანი – ტორინო (შაბათი)

ლაციო – სასუოლო (ორშაბათი)

პალერმო – ბოლონია

სამპდორია – ფროსინონე

უდინეზე – ვერონა

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
paulo dybala
paulo dybala
8 years ago

vangrevt inters

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

იუვე მოიგებს ახლა აუცილებლად და ამ დროს ნაპოლი ერთ ქულას მაინც დაკარგავს რა ვამბობდი გაიხსენეთ ნაპოლი თუ იუვესთან წააგებს მეთქი პრობლემები დაეწყება მეთქი ფაქტი სახეზეა უკვე ევროპა ლიგიდან გამოვარდა სერა აჰი ურთულესი კალენდარი აქ და აქაც აღარ აქ ჰანსი არაფრის მარტო ერთი იუგუანი ვერ უჰველით

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x