ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaCalcio | კანდრევა:”დაპირისპირება კლოზესთან და ტარესთან? ეს სისულელეა”

ანტონიო კანდრევას განცხადებით ინფორმაცია თითქოს მას იგლი ტარესთან და მიროსლავ კლოზესთან რაიმე სახის დაპირისპირება ჰქონდეს არის ჭორი..


 

“აპენინებზე მასმედიის წარმომადგენლებს ზღაპრების შეთხზვა ძალიან უყვართ.. მათი ფანტაზია ყველანაირ ჩარჩოებს სცდება.. მიმდინარე სეზონში გაზეთებში ისეთ რამეს ვკითხულობდი და თან ისე დამაჯერებლად, ერთი ხანობა ვუფიქრდებოდი მართლა ხომ არ დამმართნია მსგავსი რამ?

თუმცა, რაც უფრო ასაკი გემატება მით უფრო ნაკლებად აქცევ მსგავს სისულელეებს ყურადღებას. მთავარი არის მოედანი და სწორედ მასსზე ვახდენ კონცენტრირებას. ბოლო ჭორი? თითქოს ტარესთან და კლოზესთან სიტყვიერი დაპირისპირება მქონდა.. რაც აბსურდულია. სხვათაშორის მსგავს კონტექსტში სტატიები არაერთხელ შემხვედრია..

გარანტიას გაძლევთ, რომ თითოეულ ვარჯიშზე 100%-ით ვიხარჯები საკუთარი გუნდისთვის, მწვრთნელისთვის და ტიფოზერიისთვის.. მათთდამი უდიდესი პატივისცემა გამაჩნია. საკუთარ ადვოკატს უკვე მივეცი შესაბამისი განკარგულება და ასეთი ჭორის გავრცელებისთვის შესაბამის ზომებს მიიღებს”.

 

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
paulo dybala
paulo dybala
8 years ago

naxevarfinalshi gavidnen ra

forza bianconeri
8 years ago

მაროტას შეცდომაა ამის არ გამოსყიდვა. ფაქტია მაგარი ფეხბურთელი დადფა

nikoloza10
nikoloza10
8 years ago

Kai biwiabda tyuilad tenian :lool: :lool:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

კანდრევა დაიცავე ჰენი სიმართლე აბა რა

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x