ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta:”ჰერნას საიდუმლო მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა”

ანდერსონ ჰერნანეშის ბერწყინვალე პერფორმანს ბაიერნის წინააღმდეგ არაერთი წყარო გამოეხმაურა.. მათ შორის იყო გავლენიანი გაძეტაც, რომელიც საინტერესო ცნობებს აქვეყნებს:

ფეხბურთელი, რომელსაც ტურინი ნეგატიურად შეხვდა, გარკვეული ხნის მანძილზე სათადარიგოთა სკამის უცვლელი წევრი გახდა.. მხოლოდ რამდენიმე გაელვება მინდორზე, რამაც მისდამი ანტიპატია ქომაგების მხრიდან მეტად გაზარდა.. ცალკე პრესის წარმომადგენლები აკრიტიკებდნენ და ცალკე გარემოცვა, მაგრამ ბრაზილიელი შესაშურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა..

იგი ყოველდრიურად აგრძელებდა მუხლჩაუხრელ შრომას.. დიდი პროფესიონალიზმის და ცივსისხლიანობის შენარჩუნებით მას სწამდა, რომ დადგებოდა დრო როცა გუნდს მისი დახმარება დასჭირდებოდა და ამ გამოწვევას მაქსიმალურ მზადყოფნაში უნდა შეხვედროდა.. ბაიერნის წინააღმდეგ რამდენიმე წუთმა ნეგატივი პოზიტივით შეცვალა, ხოლო სამხრეთ ამერიკელი შესაშური მოკრძალებულობით პასუხობს:“პრობლემებს არ უნდა შეუშინდე, უნდა განაგრძო მუშაობა და როცა დრო დადგები იგი სათანადო დონეზე გამოიყენო..”

ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ლაციოში მუშაობისას მას ერთ-ერთ ფსიქოლოგიის განხრით მქონე მწვრთნელთან ნაყოფიერი დრო აქვს გატარებული. სწორედ მაშინ ისწავლა ბრაზილიელმა შუახაზელმა გარშემო არსებული ნეგატიური ფონის პოზიტიურად გარდაქმნა.. სხვათაშორის ანდერსონი დღემდეგ კონტაქტობს მასთან და საჭირო რჩევებს იღებს. შესაბამისად სამხრეთ ამერიკელზე როგორც ჩანს ცინიზმი, კრიტიკა და ცუდი გარემო არაფერს ვნებდა და ფეხბურთელი ძლიერი ფსიქოლოგიის ხარჯზე ბრწყინვალედ ბრუნდება მინდორზე.. იუვესთვის მძიმე კალენდრის ფონზე მისი დაბრუნება დიდ დახმარებას გულისხმობს..

 

წყარო: Gazzetta

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Gio Darja
8 years ago

მიდი ერნანეშ ეხა განსაკუთრებით გვჭირდება შენი კარგი თამაში, გოლი გინდა ინტერთან და მერე ვაფშე მოიხოდები

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ეს რეჯისტას პოზიციაზე და მარკიზიო და პოგბა წინ,ხედირა და მარკიზიო შEცვლია ერთმანეთს ხანდახან,ხან მარკიზიო ერნანეში შეცვლიან ერთმანეთს და ერთგვარი როტაცია გამოვა,არ გადაიტვირთვებიან ფეხბურთელები.წინ დიდი თამაშებია

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

აბა წარმატები კიდე უფრო მაგრა ათამჰდი :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x