Live Vinovo:”ალეგრი 3-5-2-ს დაუბრუნდა”
ვინოვოს საწვრთნელ ბაზაზე მომზადება სრული სვლით მიმდინარეობს..
ალეგრიმ სტანდარტულად ორ სესიად დაჰყო მომზადება.. ფეხბურთელებმა როგორც ათლეტური ისე ტაქტიკური წვრთნებიც გაიარეს.. როგორც ჩანს ბიანკონერის თავკაცი 3-5-2 მოდულზე გეგმავს დაბრუნებას, რადგან კიელინიმ სრულად აღიდგინა კონდიციები და მზადაა ნერიაძურისთან მატჩისთვის..
სხვა მხრივ სიტუაცია გაურკვევლად გამოიყურება.. მაგალითად მარჯვენა ფლანგზე ლიხტშტაინერი-კუადრადოს დუეტიდან ერთ-ერთს მიეცემა თამაშის საშუალება და წინასწარი პროგნოზიც კი არ არის, რომელს აირჩევს მაქსი..
იდენტური სიტუაცია სუფევს ხედირა-სტურაროს შემთხვევაშიც, მაგრამ რამდენიმე წყარომ მაინც გერმანელს უწინასწარმეტყველა ასპარეზობა.. მასთან დუეტში პოგბა-ჰერნანეშს ვიხილავთ.. ბრაზილიელი რეჯისტას პოზიციაზე მოგვევლინება და ტრავმირებულ მარკიზიოს ჩაანაცვლებს.
თავდასხმაში კი სავარაუდოდ მანჯუკიჩი-დიბალას დუეტს ვიხილავთ..
წყარო: tuttojuve
kargia