ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბაიერნს მანჯუკიჩის დაბრუნება სურს

საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს რამდენიმე იტალიური წყარო..


მიმდინარე სეზონში მარიო მანჯუკიჩის ასპარეზობა საერთო ჯამში დადებითად უნდა შეფასდეს. ფეხბურთელს გარკვეული დისკომფორტი ჰქონდა თავიდან, თუმცა იუვეს დაბრუნებასთან ერთად იგიც ჩვეულად პროდუქტიულია.

ბუნებრივია ასეთ დროს ევროპული კლუბების ინტერესი მატულობს და არც ხორვატის შემთხვევაში დაახანა შემოთავაზებებმა. ერთ-ერთი ლონდონის ტოტენჰემია.. სხვათაშორის მის მდიდარ კარიერაში ჯერჯერობით პრემიერ ლიგის გამოცდილება არ მიუღია..

მეორე კი ყველასათვის კარგად ნაცნობია მიუნჰენის ბაიერნია.. მარიო აქ უკვე თამაშობდა, მაგრამ გუარდიოლასთან შექმნილმა არასახარბიელო სიტუაციამ გუნდის დატოვებისკენ უბიძგა. კარლო ანჩელოტი კი მას ლევანდოვსკის ალტერნატივად მიიჩნევს, რომელიც თავის მხრივ მადრიდში გეგმავს გადაბარგებას.

მოარული ხმების თანახმად 19 მილიონად შეძენილი მანჯუკიჩი იმ შემთხვევაში დატოვებს იუვეს თუ მისი მსურველი გუნდი 25 მილიონ ევროს გაიღებს..

წყარო: football-italia

11 thoughts on “ბაიერნს მანჯუკიჩის დაბრუნება სურს

  1. აი რატო უნდა გაყიდონ ვერ ვხვდები, ან თქვეწნ რატო გინდათ რომ წავიდეს???? კაცი სულს და გულს დებს მოედანზე ბოლომდე იბრძვის და უკლასოა ვერავინ იტყვის, ტარო უნდა წავიდეს რატოოოოოოოოოოოოოოო?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.