ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

გთავაზობთ მასიმილიანო ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენციას:


 

“ჩვენი მიზანი? პირველ რიგში ორი ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, დროა გამარჯვება მოვიპოვოთ.. მეორე მიზანი პირველი ადგილის შენარჩუნებაა, ხოლო შემდგომ იტალიის თასის ფინალში გასვლა.

მოგვიწევს ტაქტიკური კუთხით უნაკლო შეხვედრის ჩატარება.. ბიჭებისგან სწრაფ გადაცემებს ველი.. ბაიერნი? მატჩის დასრულების შემდეგ ყველა ბედნიერი იყო იმ ფაქტით, რომ ორ ბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვერით.. თუმცა, უმჯობესია თუ ყურადღებას პირველი ტაიმის უკეთ ჩატარებაზე გავამახვილებთ..  სადაც საქმე რთულად მიმდინარეობდა. თუ ჩვენ მართლაც გვსურს ევროპული თავგადასავალის გაგრძელება მაშინ უნდა ვისწავლოთ სწრაფ ტემპში გადაადგილება..

ეს გულისხმობს როგორ პასებს ასევე ზოგად ტექნიკური არსენალის დახვეწვას. მეორე ტაიმმა კი აჩვენა იუვენტუსის უდრეკი ხასიათი, რაც თავისთავად მისასალმებელია.. თუმცა, მატჩი ორი ნახევრისგან შედგება და თითოეულში სრული კონცენტრირებაა საჭირო. გამოცდილება, რომელიც ევროპაში დაგვიგროვდება, აუცილებლად აისახება შიდა ასპარეზზეც.

ინტერთან შეხვედრაში მარკიზიოს გარდა და ასევე კასერესის, რომელიც სამწუხაროდ დიდი ხნის მანძილზე ვერ შეძლებს ჩვენს დახმარებას, პრაქტიკულად მთელი გუნდი მეყოლება.. შესაძლოა ფეხბურთელების მდგომარეობა განსხვავებულია, თუმცა მათი მწყობრში ხილვა დიდი ბედნიერებაა.. მითუმეტეს ასეთ მნიშვნელოვან მონაკვეთში.

ჰერნანეში? ფანტასტიკური კუთხით წარმოაჩინა საკუთარი თავი ბაიერნის წინააღმდეგ. მისი ასპარეზობით აღფრთოვანებული დავრჩი.. მან ჩემი მითითებები შესანიშნავად შეასრულა. დარწმუნებული ვარ, რომ ჰერნანეშის პოზიცია არის ზუსტად მცველების წინ! რადგან მას კარგი მოკლე და გრძელი პასი აქვს.. პლიუს ამასთან თანაბრად კარგად ხმარობს ორივე ფეხს და აქვს შესანიშნავი დაყენებული დარტყმა!

ჩემპიონატი დაბალანსებულია და მასში მხოლოდ ნეაპოლიტანელები არ ფიგურირებენ.. სარის გუნდს არანაირი კრიზისი არა აქვს, ხოლო რომას რამდენიმე მოგებათა სერიით თავისუფლად შეუძლია ბრძოლაში ჩართვა. ინტერთან მატჩი იქნება სამიდან ერთი ჩვენს პირდაპირ კონკურენტებთან. დაწყებული დღევანდელი წამიდან, რაც უფრო დიდი დრო გავა,ძალთა ბალანსირება მით უფრო გამოიკვეთება.

ინტერთან სათასო დაპირისპირება? ჩვენი მიზანია სან სიროზე მინიმუმ ერთი ბურთი გავიტანოთ, რათა 100%-ით გავინაღდოდ ფინალში ასპარეზობა.

ჩემპიონთა ლიგა? ნორმალურ შედეგს მივაღწიეთ და უნდა გვწამდეს, რომ შევძლებთ მომდევნო ეტაპზე გასვლას. თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე მასსზე ფიქრს მხოლოდ 12 მარტიდან დავიწყებ.. ეხლა მთელი კონცენტრირება უმთავრეს მიზანზე – ზედიზედ მე-5 სკუდეტოს მოპოვებაზე უნდა მოვახდინოთ, რომელიც შესაძლოა ისტორიული გახდეს!”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
snuff-juve
8 years ago

მაქსს კი შეუძლია ბავარიის წინააღმდეგ მოსაგები ტაქტიკა მოიფიქროს მტავარია ფეხბურთელებმა შეასრულონ

lexo doreuli
8 years ago

მაქს, ბაიერნი გამოაგდე და ყველა დავრწმუნდებით, რომ დიდი მწვრთვნელი ხარ :chuvak:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x