ბონუჩი:”ჩვენ შეგვიძლია ბაიერნის დამარცხება”
ლეონარდო ბონუჩის განცხადებით მის კლუბს ბაიერნის დამარცხება ნამდვილად შეუძლია..
“პროცენტები? არასოდეს მიყვარდა ციფრებით იმის განსაზღვრა თუ ვის რა შანსი აქვს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. ბუნებრივია ტურინში დაფიქსირებული ანგარიშით, უპირატესობა მათ მხარესაა, მაგრამ ჩვენ გვწამს საკუთარი თავის და შესაძლებლობების.. მე მჯერა, რომ ბაიერნს დავამარცხებთ.
კომპლიმენტი გუარდიოლასგან? ნამდვილად სასიამოვნოა, მაგრამ მთავარია მიუნჰენელები დავამარცხოთ.. ხოლო პირადი ასპექტის მხრივ ყოველთვის ვცდილობ განვითარებას.. სხვაგვარად პროგრესი შეჩერდება და ფეხბურთელი ერთ ადგილზე გაიყინება, რაც ჩემს შემთხვევაში ნამდვილად შედის გეგმებში.
სერია ა? ხშირად მითქვამს და ეხლაც იმავეს გავიმეორებ. არასოდეს არ უნდა შევხედოთ სხვა გუნდის ასპარეზობას.. მთავარი არის შენი თამაში და მისი შედეგი.. როდესაც კონცენტრირებული საკუთარზე ხარ, მაშინ მიზნის მიღწევა უფრო იოლი ხდება.
გვწამს ჩემპიონთა ლიგის და იტალიის თასის ნახევარფინალის.. სადაც სხვათაშორის დიდი უპირატესობით ვესტუმრებით მილანს, მაგრამ არ გეგონოთ იქ თითქოს გასასეირნებლად ჩავდიოდეთ..
მსაჯობა ბაიერნთან? ეს ბუნებრივი პროცესია. როდესაც მსაჯი გადაწყვეტილებას იღებს, მისი აზრის შეცვლა გამორიცხულია და შენც სიტუაციას ეგუები”.
წყარო: football-italia
ratqma unda shegvidzlia
Lideria es kaci