ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მანჩინი:”იუვე იტალიის საუკეთესო გუნდია”

იშვიათი შემთხვევაა, როდესაც დერბი დ’იტალიას წინ ინტერის თავკაცი იუვეს აქებდეს..


 

“ბუნებრივია მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა, თუმცა გადამწყვეტს ვერ დავარქმევთ. პოტენციურად წინ უამრავი ქულაა გასათამაშებელი და ვფიქრობ, მთავარი ბრძოლები დერბის შემდეგ გაიმართება..

ბაიერნი? თუ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ გუნდი 0-2-ს აგებდა და შემდეგ დაბრუნდა, მაშინ ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება სად ჩატარდა პირველი მატჩი.. ეს კი მიუნჰენელების პლიუსზე უფრო მიუთითებს. საერთოდაც, ბაიერნს გაცილებით დიდი ფინანსური რესურსი აქვს ვიდრე რომელიმე იტალიურ კლუბს.. მათ ნებისმიერი ფეხბურთელის ყიდვა შეუძლიათ..

ბონუჩის ჩვენს დასაფლავებას ეცდება? ამაში განსაკუთრებული არაფერია.. ტურინელებს გამარჯვება სურთ, მაგრამ გულხელდაკრეფილნი არც ჩვენ ვიქნებით. სიმართლე გითხრათ ჩემთვის მათი სკუდეტოსთვის ბრძოლაში დაბრუნება სიურპრიზი არ ყოფილა.. რადგან კარგად ვხედავ რაოდენ დიდი პოტენციალი აქვთ.

დღეისათვის იუვენტუსი იტალიის საუკეთესო გუნდია.. მათი დომინირება და წარმატებული პერიოდი ზედმეტ კითხვებს არ ბადებს.. გარკვეულწილად ინტერის პერიოდი მახსენდება 2006-2011 სეზონში..

რომელ იუვენტინოს ვისურვებდი გუნდში? არაერთი ნიჭიერი ფიგურა ჰყავთ, მაგრამ ვეჭვობ რომელიმე მათგანი ჩვენთან წამოვიდეს.. რომც დავურეკო და თხოვნით მივმართო.. დიბალა უახლოესი 10 წლის მანძულზე სუპერ ვარსვკვლავად ჩამოყალიბდება.

ჰერნანეში? ჩვენ მასთან შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. მოხარული ვარ მის გამო, რადგან ბრაზილიელი გამორჩეული პროფესიონალია”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juventino
juventino
8 years ago

:juvee: :juvee: :juvee: , :juvee: :juvee: :juvee: , :juvee: :juvee: ,, :juvee: :juvee:

juventino
juventino
8 years ago

ratkmaunda

juventino
juventino
8 years ago

ratkmaund interelo qatamo

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x