ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მასიმო პავანი:”ბატონი ანდერსონის შესაძლო შურისძიება”

საინტერესო სტატია მიუძღვნა ანდერსო ჰერნანეშს მასიმო პავანმა, რომელმაც გარკვეული პარალელი გაავლო მისსა და მანჯუკიჩის სიტუაციას..

წამყვან გამომცემლობებს თუ დავუჯერებთ ბრაზილიელი ინტერთან შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იქნება.. პრინციპში რატომაც არა? მან შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა ბაიერნთან.. თუმცა, მოდით ეტაპობრივად მიმოვიხილოთ..

პირველი შავ-თეთრი ხუთი თვე იყო სრული კოშმარი.. ფეხბურთელმა ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა. ფანებს ის არ ჰქონდათ დავიწყებული, რომ იგი თვით მილანის ინტერიდან გადმობარგდა, რომ მას არასახარბიელო ასპარეზობაც თან დაერთო.. იყო მინიმალური გამონათებები, რომლითაც ქომაგის გულს ვერასოდეს მოიგებ.. მითუმეტეს როცა შენი ტრანსფერი ისედაც არავის გაუხარდა.. და თან დრაქსლერის ჩავარდნილი გარიგების ფონზე..

სიტი და სამპდორიით საკუთარი თავის დამკვიდრება რთულია.. ამიტომაც იჯდა უდიდესი პერიოდი სათადარიგოთა სკამზე სრულიად გაუნძრევლად.. თუმცა, მის ხასიათს ეს არ შესტყობია.. ფეხბურთელი განაგრძობდა შრომას და მხოლოდ პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებდა..

ბაიერნთან მატჩი სასიამოვნო სიურპრიზი გახდა, მაგრამ ინტერთან შეხვედრა გაცილებით დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. როდესაც შენგან არ ელიან რაღაც საოცრებას, მაშინ ფსიქოლოგიური წნეხიც ნაკლებია… ხოლო როცა საქმე პირიქით დგას, მაშინ თუ მყარი ნერვები არ გაგაჩნია შეიძლება გაცური..

გახსოვთ მანჯუკიჩის განცხადებები ბაიერნიდან წამოსვლის შემდეგ? როგორიც იმედგაცრუებული იყო? ხორვატს ნამდვილად უსამართლოდ მოექცნენ და დარწმუნებული ვარ პირველი წუთიდან შურისძიებას ფიქრობდა.. იუვეში გადმოსულს კი ეს შანსი მიეცა.. იგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და არავის არაფერი დაუთმო. შესაძლოა ინტერთან ზუსტად ასეთი ჰერნანეში ვიხილოთ, რომელსაც ყოველგვარი პატივისცემის გარეშე კარისკენ მიუთითეს. “ბატონ ანდერსონს” შურისძიებისთვის მშვენიერი შანსი აქვს და ამასთან ერთად, იგი საბოლოოდ დამტკიცებს რომ გუნდს ყოველთვის უნდა ჰქონდეს მისი იმედი.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

=ტიგრანა= რა ერნანეში რა მანდზუკიცჰი. სერიოზული ტრანსფერია საცჰირო რიტვერგაიგო ამხალხმა. რომ მანდზუკიცჰი ხედირა ერნანეშიტ ლიგას ვერმოიგებენ ტუგინდ კველა მეორე ტამაშში გაიტანონ ფროსინონე უდინეზესტან. და მეტი დრო დაუტმონ ახალგაზრდებს. რუგანი სანდრო. რადროს ევრაა კიდე კოსტა რომ ევრას კრაიზე კოფილიკო ეგბებერი რასდაკეტავდა 3 ჯერ მოუმატა რობენმა და 3 ვეჯერ მცვავედ ერტს გოლიც მოკვა. მანდზუკიცჰი კიდე შურისგამო ტამაშობდა ეგრე აგრესიულად მაგარი ბოგმააა კაცია რას ერცჰოდა ლევანდოვსკის. მგის დონის ვერასდროს გახდება

LB19
LB19
8 years ago

Arada mandzuka ro baiernshi iyo is baierni bevrad dzlieri iyo yvela drois erterti sauketeso gundi iyo vapshe

ანონიმური
ანონიმური
8 years ago
Reply to  LB19

ტიგრან წადი რა რეალს უბალეშიკე თუ “სერიოზული ტრანსფერი”გინდა მოეშვი ამ იუვეს შენ ვერ გაიგებ მაინც……..ევრაზე გეთანხმები ბებერია და სანდრო უკეთესი იქნებოდა რობენის წინააღმდეგ მაგრამ……..აი მანჟუკიჩს რას ერჩი? ისკო უნდა მოეყვანათ მანდამაინც 60 მილიონად? სად ხედავთ ისკოს იუვეში ძაან მაინტერესებს….თუ 4-3-3 გადავიდეს მაინცდა მაინც ……….. წელიწადში რამდენი კარგი მოთამაშე მოიყვანონ? წელს მოიყვანეს რუგანი, მანჯუკიჩი…….(ხედირა და კუადრადო დროებითია) მე იუვე იმიტომ მიყვარს რომ 100 მილიონს არასდროს გადაიხდის ვიღაც კრიშრიანუებში

paulo dybala
paulo dybala
8 years ago

revanshs aigebs

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

იმედია ასეც იქნება და ინტერს გოლს გაუტანს

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x