ტურინელები ნერიაძურის მათეუს პერეირას ტრანსფერში ამარცხებენ
ბიანკონერი სელსოს გარდა კიდევ ერთ სამხრეთ ამერიკელს აკვირდება..
ტურინელები ინტერს მათეუს პერეირას ტრანსფერზე ებრძვიან და როგორც ჩანს გარკვეულ უპირატესობასაც ფლობენ. მსგავსად სელსოსი, პერეირა ამპლუით გამთამაშებელია.
19 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მაროტა მზად არის 3 მილიონი გაიღოს, რაც ნერიაძურისტების სავარაუდოდ მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან 2 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებენ.
კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ინტერსა და იუვეს აინტერესებთ არის ბონაცოლი.. ტურინელებს მისი შეძენა იანვარშივე შეეძლოთ, მაგრამ მოლაპარაკებები ზაფხულისთვის გადადეს. სხვათაშის ამ შემთხვევაში ინტერს აქვს უპირატესობა, რომელსაც 6.5 მილიონად შეუძლია სამპდორიადან ახალგაზრდა მოთამაშის გადმოყვანა.. მიმომხილველების მტკიცებით იუვეს მაინც აქვს გარკვეული შანსი ბონაცოლის გაფორმებისთვის.
წყარო: football-italia
1 ძალიან კარგია მეორე არ ვიცი