#ForzaCalcio | სოუზამ შესაძლოა იტალია ისევ დატოვოს..
იტალიური პრესის მტკიცებით ექს იუვენტინო პაულო სოუზამ შესაძლოა უახლოეს პერიოდში არამარტო ფლორენცია, არამედ იტალიაც კი დატოვოს..
Sport Italia-ს ინფორმაციით მისით რუსული “ზენიტი” დაინტერესდა და როგორც წყარო ირწმუნება, რუსები 45 წლის სპეციალისტს შუამავლების საშუალებით უკვე დაუკავშრიდნენ. პორტუგალიელს ამჟამინდელი ხელშეკრულება იებთან 2017 წლამდე აქვს გაფორმებული, თუმცა ხელმძღვანელობასთან გარკვეულ საკითხებზე უთანხმოების გამო არ უნდა გამოვრიცხოთ მისი ვადაზე ადრე წასვლა.
ფიორენტინამდე სოუზა ქპრ-ს, სოუნსის და ლესტერის, მაკაბის და ბაზელის თავკაცი იყო. იებში მოსვლის დღიდან კი კლუბი წარმატებულ პერიოდს გადის და სერია ა-ში, სრულიად დამსახურებულად იკავებს მესამე პოზიციას.
რაც შეეხება ზენიტს, მათ ამ ეტაპზე ანდრე ვილაშ ბოაში წვრთნის, რომელიც არ აპირებს რუსებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას.
წარმატება სადაც არ უნდა წახვიდე ოღონდ სანამ იუვეს ჰეხვდები მხოლოდ მანამდე
კი 90-იანებში :)
madloba pasuxistvis ))
exs iuventino ratoa tmaashobda jvueshi rodesme?