#ForzaCalcio | იგუაინს ნაპოლის დატოვება აქვს გადაწყვეტილი
გონსალო იგუაინის მიმართ საზოგადოების ყურადღება ფრიად გაზრდილია.. მიზეზი კი მისი მომავალია, რომელიც ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი..
ნეაპოლიტანელებს მისი შენარჩუნება სურდათ და დე ლაურენტისი კონტრაქტის განახლებულ ვერსიასაც სთავაზობდა, თუმცა როგორც ჩანს არგენტინელს წასვლა სურს..
კუალუარებში არსებული ცნობების თანახმად, გონსალომ უარი განაცხადა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რითაც მკაფიო მესიჯი გაუგზავნა მის მსურველ კლუბებს.. ასეთი კი ევროპაში საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა. სხვადასხვა წყაროს მტკიცებით სამხრეთ ამერიკელი თავდამსხმელით დაინტერესებულნი არიან: პსჟ, ჩელსი, არსენალი და ლივერპული..
მიმდინარე სეზონი მის აქტივში ნამდვილად შევა.. საწყის 24 შეხვედრაში 24 გოლი.. თუმცა, 7 თებერვლის შემდეგ იგუაინს თავი აღარ გამოუჩენია, ხოლო მისმა გუნდმა სერია ა-ს პირველი პოზიციაც დათმო და ევროპა ლიგაზე თავგადასავალიც შეწყვიტა.
არსებული კონტრაქტის თანხმად გონსალო ნაპოლიში 2018 წლამდე უნდა დარჩეს.. ხელშეკრულების გამოსყიდვა კი მის მსურველ კლუბს 94.5 მილიონი ევრო დაუჯდება.
30 კი არა და მაქსიმუმ 12-ზე მეტის მიმცემის………
ნელ ნელა გაიაფდება კონტრაკტის წლები რო შეუცოტავდება მერე დაელაპარაკებიან იმ მხრივ რო კონტრაკტს კი არ ვიყიდით თავისუფალ აგენტად დაველოდებით პირადი კონტრაქტი შევათანხმეთ უკვეო და ნელ ნელა დე ლაურენტისიც მიხვდება და გაუშვებს ასე 30-35 ლიმონად
ძვირია ნამეტარი
Amashi vinc 94.5 milioni?
Klaviaturam gaubera vegar vwer komentarebs wesierad