ზიდანი:”შესაძლოა რეალს ახალი თავკაცი დაუნიშნონ” / პერესი ალეგრისკენ იხრება
გუშინ, პრიმერა დივიზიონის მორიგ ტურში მადრიდული დერბი გაიმართა.. რეალი სანტიაგო ბერნაბეუზე ატლეტიკოს მასპინძლობდა და 53 წუთზე გრიზმანის ერთადერთი გატანილი გოლით დამარცხდა.. ბუნებრივია სამეფო კლუბის მარცხს მშვიდად არ ჩაუვლია..
თავდაპირველად რონალდუს ხმაურიანი განცხადება გავრცელდა, სადაც ის პარტნიორებს ნეგატიურ კონტექსტში იხსენიებს.:“ყველა რომ ჩემნაირად იხარჯებოდეს თითოეულ შეხვედრაში, მაშინ ეს შედეგი არ დაფიქსირდებოდა”..
ფეხბურთელის ცეცხლოვან განცხადებას, ნავთი ზინედინ ზიდანმა დაასხა:
“საკუთარ ფეხბურთელებში დარწმუნებული ვარ. თუმცა, ფაქტია სეზონის ბოლოს დიდი ცვლილებები გველის.. შესაძლოა იგი მთავარი მწვრთნელის პოსტსაც შეეხოს”..
ფრანგის განცხადებებმა, ახალ ინფორმაციებს უმალ სათავე დაუდო.. გამომცემლობა მარკა და კიდევ რამდენიმე ესპანური წყარო ჯიუტად ამტკიცებს, რომ ფლორენტინო პერესი მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურას აქტიურად განიხილავს.
შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ლონდონის ჩელსის კონტესადმი გააქტიურება, რადგან იტალიელი სპეციალისტისთვის მეტად მიმზიდველი ესპანური ვარიანტი აღმოჩნდა..
თავად ალეგრის მსგავსი კითხვებით ინფორმაციას ნაკლებად თუ გამოსტყუებს რომელიმე ჟურნალისტი, თუმცა იუვენტუსი მაქსიმალურად ცდილობს თავკაცის შენარჩუნებას და ერთი შეხედვით სხვა კლუბისკენ, არც ტოსკანელი მიილტვის.
წყარო: Sky, Marca
ზიზუ მოვიდეს და დახატავს იუვეს!!
მარად და ყველგან ფორცაააა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!!
რეალის მწვრთნელობაზე როგორ უნდა დათანხმდე როდესაც არც ერთი მწვრთნელი არ დაუფასებიათ უმადური ხელმძღვანელობა რო ყავთ წელიწადში 17 მწვრთნელს ცვლიან:D
რეალის მწვრთნელობა დიდი უმადური საქმეა…
და ძაკერონი ინტერში

მილანში ბროკი
ლაციოში კოზმი
რომაში ზემენი
ეს რეალში კონტე ჩელსიში, დი ფრანცესკო იუვეში, კანავარო ნაკრებში და ეშველება იტალიურ ფეხბურთს