ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუნაიტედი ალექს სანდროთი დაინტერესდა

იტალიელი მიმომხილველების მტკიცებით, მანჩესტერ იუნაიტედმა თვალი ალექს სანდროს დაადგა:

პორტოდან 26 მილიონად შეძენილმა ფეხბურთელმა, თავდაპირველად ვერაფრით შეძლო საკუთარი თავის წარმოჩენა და შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს იუვეს მასში ზედმეტი თანხა ჰქონდა გადახდილი.

თუმცა, ეტაპობრივად ბრაზილიელმა მოახერხა ძირითად შემადგენლობაში გაშინაურება და კლუბს დიდ დახმარებას უწევდა.

Daily Star-ის მტკიცებით იუნაიტედი მაღალი დონის მარცხენა ფლანგელით არის დაინტერესებული, რომელიც მათ ტაქტიკურ სქემას იდეალურად მოერება. იუვეს მოდულიდან გამომდინარე სანდროს თანაბრად კარგად შეუძლია, როგორც 4-4-2 ისე 3-5-2 სქემაში ყოფნა.

მეორეს მხრივ ფეხბურთელი, რომელიც პატრის ევრას მემკვიდრედ განიხილება და კლუბმა მასში ასეთი დიდი ინვესტირება განახორციელა, ნაკლებად სავარაუდოა იუვე რომ შეელიოს..

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi
giorgi
8 years ago

Sandro dzaan magaria da arc arvize naklebi gaxdeba Ert or welshi,es ro tamashobs,marcxena flangi mushaobs dzaan magal doneze,aranair fasad unda gayodon da arc gayidian ase mgonia

DP10
DP10
8 years ago

ევრამ მიდევ ერთი სეზონი ითამაშოს შეიძლება და მერე ფლანგი სანდროსია. წესით არ უნდა წავიდეს. ალეგრის რომ უყვარს ეგეთი ფეხბურთელია.

vakhtang karchava
8 years ago

NOT FOR SALE!

forza bianconeri
8 years ago

მინიმუმ 45 მილიონი და წაიყვანონ

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

და 45 მილიონად როგორ გადაწყვიტავს სანდროს პრობლემას,ვის მოიყვანდი ამის მაგივრად?არანაირად არ გაიყიდება ეს ფეხბურთელი,ეს იუვეს მომავალია.იუვე არასდროს ვაჭრობდა ახალგაზრდა ფეხბურთელებით არსენალივით,თუ წირდება 100 მილიონად არ გაყიდეს პოგბა,ეს ეხება ნებისმიერ ახალგაზრდა ფეხბურთელს რომელიც იუვეს მომავალია.ვიდალისნაირ ასაკში შეიძლება ფულზე დახარბება

juve amor
რეალისტი
8 years ago

მანჩე რა ქინძი გუნდია იმენა დაცვაში რომ ხარახურები ყავთ მის პოზიციის გაძლიერების ნაცვლად მილანს დონარუმასჰი 50 მილიონს უხდის როცა კარში დე ხეა ყავს. როგორ გინდა არ დასცინო ასეთ ქინძ გუნდს.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

გემოვნებას არ უჩივიან :blin:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x