ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე შესაძლოა ლიპიმ შეცვალოს..

Corriere dello Sport-ის მტკიცებით არ არის გამორიცხული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ანტონიო კონტე მარჩელო ლიპიმ შეცვალოს..

იტალიელი ჟურნალისტები უკვე გადაწყვეტილად მიიჩნევენ ევროპული საფეხბურთო ფორუმის შემდეგ კონტეს აძურიდან წასვლას, რომელიც სამწვრთნელო კარიერას ლონდონურ კლუბში განაგრძობს. შესაძლოა ეს ჯერ კიდევ ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა კულუარებში არსებული ცნობების თანახმად, მხარეებს ყველა დეტალი აქვთ შეთანხმებული.

იფფ-ს პრეზდეინტი კარლო ტავეკიო ამასობაში შემცვლელის ძიებით არის დაკავებული. მის წიგნაკში ისეთი გვარები ფიგურირებენ, როგორებიც არიან რობერტო მანჩინი, ფაბიო კანავარო და ვალტერ მაცარი.. უკანასკნელ ხანებში მათ სიას ჯამპიერო ვენტურაც შეემატა..

თუმცა, იუვენტინოებისთვის ყველაზე საინტერესო სიაში მარჩელო ლიპის გამოჩენაა, რომელიც შეიძლება უკვე მესამედ ჩაუდგეს იტალიის ნაკრებს. მსოფლიოს 2006 წლის გამარჯვებულმა ადრე უკვე განაცხადა, რომ მზადაა დიდ ფეხბურთში დასაბრუნებლად.

წყარო: tuttojuve

4 thoughts on “კონტე შესაძლოა ლიპიმ შეცვალოს..

  1. ლიპიიი… ძAან მაგარ ნაკრებს შEკრავს თაობა მოდის 2018ისთვის… მანჩინი ნაღდად ა. მინდა, კანავარო ეს ხუმრობაა და ვენტურა არაა დიდი გამოცდილების…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.