ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩით სამი ევროპული გრანდი დაინტერესდა

Tuttosport-ის მტკიცებით ბიანკონერის ცენტრალური მცველით ერთბაშად სამი ევროპული გრანდი დაინტერესდა..


 

ბონუჩის საიმედო ასპარეზობა ბუნებრივია ევროპული კლუბების ყურადღებას უკვე დიდი ხანია იქცევს. მისდამი კომპლიმენტებს არაერთი მწვრთნელი გამოხატავს და ერთ-ერთი ბოლო პეპ გუარდიოლა იყო.. ესპანელი ახალ სეზონში სიტის ჩაიბარებს და არაბ შეიხებთან უკვე შეათანხმა რამდენიმე სატრანსფერო სვლა. ბაიერნის ამჟამინდელ მწვრთნელს გუნდში სწორედ ლეონარდო ბონუჩის ხილვა სურს, რომლისგანაც დაიწყებს დაცვის ხაზის ჩამოყალიბებას.

მეორე მსურველი მიუნჰენის მომავალი თავკაცი კარლო ანჩელოტია.. იტალიელი სპეციალისტი ლეოს დიდი თავყვანისმცემელია მსგავსად გუარდიოლასი და გერმანულ მხარესთან კონსულტაციისას ხაზი გაუსვა, გუნდში ბონუჩის ჰყოლას..

მესამე კი ლონდონური ტოტენჰემია, რომელიც დიდი შანსია მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდეს.. მათ შემადგენლობის გასაძლიერებლად მსუყე თანხის გამოყოფა გადაწყვიტეს და მზად არიან მარიო მანჯუკიჩთან ერთად ბონუჩიც გაიფორმონ..

თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა ბონუჩიმ ტურინიდ დატოვოს, რომელთანაც მალე ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.

 

წყარო: Tuttojuve

12 thoughts on “ბონუჩით სამი ევროპული გრანდი დაინტერესდა

  1. არიან ფეხბურთელები რომლებიც არანაირ თანხად არ იყიდებიან და ერთ-ერთი სწორედ ბონუჩია,ეგ რო არ გყავდეს გუნდში მაგის ყიდვას უნდა ნატრობდეს გუნდი და გვყავს და ამ შემთხვევაში ლაპარაკიც ზედმეტია

  2. ეს არსად წავა. ეს მარკეზე კიელინი და ჯიჯი არასდროს არსად წავლენ. ამიტომაც ფასობენ ყველაზე მეტად

    1. არ შეიძლება არა :)) ესეთი მებრძოლი ფეხბურთელებით უნდა დაკომპლექტდეს მთელი გუნდა ,ამის გაშვებას პოგბა გაუშვან მირჩევნია :forza:

  3. ლეოს უყვარს იუვე და ყველას პირის გამოხეხვას ურჩევს ვინც იუვეს ცუდათ ახსენებს. ასეთი კაცი სადმე წამსვლელია?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.