ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჰერნანეში:”უკვე მზად ვიყავი გოლის აღსანიშნავად”

გუშინდელ შეხვედრაში ჰერნანეშმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ერთ-ერთ ეპიზოდში გოლის გატანასთანაც ახლოს იყო:

“აღვნიშნავდი თუ არა გოლს? სიმართლე გითხრათ ამას უკვე ვაპირებდი, თუმცა ჩემდა საუბედუროდ მიზნის მიღწევამდე ცოტა დამაკლდა. ზოგადად შეხვედრაზე კი რა უნდა ითქვას.. კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ, რაც ბაიერნთან ემოციური ნიადაგის ფონზე არცთუ ადვილი იყო.

მინდორზე დიდი ენთუზიაზმით გავედით.. გვსურდა დაგვემტკიცებინა, რომ რეალურად ძლიერები ვართ და ჩვენი გატეხვა არავის შეუძლია. ბაიერნთან საპასუხო მატჩი უაღრესად რთული იქნება, მაგრამ ჩვენი მენტალიტეტის დახმარებით შეგვიძლია სასურველი მიზნის მიღწევა.

რეჯისტა? ახალი პოზიცია გარკვეულწილად მიმზიდველია.. ბუნებრივია გარკვეული ადაპტაცია საჭიროა, რადგან აქ შენ ნაკლებად უნდა ენდო ინსტიქტს და გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიიღო.. არადა ჩემი კარიერის უდიდესი დრო, სწორედ ინსტიქტზე იყო დამოკიდებული.. რა თქმა უნდა პოზიციიდან გამომდინარე. ვფიქრობ, უმოკლეს პერიოდში ჩემი გუნდისთვის კიდევ უფრო პროდუქტიული გავხდები.

სკუდეტო? წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის და ყველაზე სასიამოვნო არის ის ფაქტი, რომ ყველაფერი ჩვენს ხელთაა.. საკუთარ შედეგზე ვართ ორიენტირებულნი და კონკურენტების მატჩებს არანაირ ყურადღებას არ ვაქცევთ. ეს კი საქმეს უფრო სასიამოვნოს და იოლს ხდის”.

“ინტერთან” გამარჯვების შემდეგ “იუვენტუსის” თავკაცმა მაქს ალეგრიმ  ჟურნალისტებთან ისაუბრა მეტოქეზე და ჩატარებულ თამაშზე.
ინტერი კერკეტი კაკალია, ის განაგრძობს ბრძოლას მესამე ადგილისთვის. ჩვენ ისინი დავაცილეთ ცხრილის სათავსეს, თუმცა ახლა იტალიის თასის ნახევარფინალზე ვფიქრობთ. პირველ მატჩში მივხვდი, რომ ჩვენი სეზონი იცვლება.  ბიჭებმა თავდადებით ითამაშეს და გავიმარჯვეთ. ჩვენ ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ “ბაიერნთან” გამომფიტავი მატჩის შემდეგ. მეტოქემ ბევრი თავისუფალი სივრცე მოგვცა და ჩვენ ბურთი სწრაფად უნდა გადაგვეტანა წინ. ეს ზოგჯერ გამოგვდიოდა, ზოგჯერ – არა. თან რთულია მთელი მატჩის განმავლობაში ამ ტემპით თამაში.  მორატა? შეცვლაზე გამოსულ ფეხბურთელებს შეუძლიათ მატჩის ბედზე იქონიონ გავლენა, სეზონის ბოლოს ჩანს, რომ ყველამ თავისი წვლილი შეიტანა, მიუხედავად სათამაშო დროისა, და გამარჯვება – ეს თითოეულის დამსახურებაა. სკუდეტოსთვის ბრძოლაში ეს წინგადაგმული ნაბიჯი იყო, ჩვენ პირველზე ვართ, მაგრამ წინ ჯერ 11 ტურია.

ჩემი მომავალი? მე ყოველდღე ვესაუბრები მაროტას და პარატიჩს; მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მომავალაზე დავილაპარაკებთ, როდესაც ამის დრო მოვა. ზოგ ჟურნალისტს ჩემი კლუბიდან წასვლა უნდოდა, როდესაც გუნდი აგებდა, თუმცა მე მეღიმება ამაზე, რადგან ვიცი, რომ  ფეხბურთი ასეთია”.

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:juvee:

Di Francesco # 1
8 years ago

მარკიზიო დააბრუნოს მის ადგილზე და სანამ ერნანეშს მისდის თამაში მანამდე დააყენოს ეს პირლოზე

BURATINO
BURATINO
8 years ago

ჩემი სუბიექტური აზრით ემჩნევა რომ საკუთარ პოზიციაზე არ თამაშობდა ოდნავ ფორსირებულად აკეთბდა ყველაფერს. თუმცა ემჩნევა რომ იჭიერი ფეხბურთელია და შემდეგ თამაშებში უკეთეს ფეხბურთს აჩვენებს. გუშინ გადასარევად ითამაშა. წარმატებები. თუმცა მარკიზიო საჭირო იქნება მიუნხენში

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

წარმტებები ერნარდეს

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x