ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბერარდის აგენტი:”დომენიკო ყოველთვის ინტერის ქომაგი იყო”

დომენიკო ბერარდის აგენტი მისი კლიენტის იუვეში შესაძლო გადასვლაზე საუბრობს:

“დიახ, იუვესა და სასუოლოს შორის მართლაც არსებობს ჯენლტმენური შეთანხმება დომენიკო ბერარდის ტრანსფერზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი კლიენტი კარიერას აუცილებლად ტურინში განაგრძობს. გადაწყვეტილებას ფეხბურთელი ერთპიროვნულად მიიღებს.

ტოტენჰემი და ინტერი? ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ჩვენ ძალიან ბევრი წინადადება მივიღეთ როგორც აპენინებიდან ასევე ევროპიდანაც.

იგი მუდამ ინტერის ტიფოზი იყო, მაგრამ ვერაფერს დაგიდასტურებთ. ნაციონალური გუნდი? სისულელეა თითქოს მას კონტესთან ნაჩხუბარი ჰქონდეს.. ანტონიომ ნოემბერში გამოიძახა, მაგრამ დომენიკო ნაკრებს ტრავმის გამო ვერ შეუერთდა.

ბუნებრივია ბერარდი ოცნებობს აძურის ღირსების დაცვაზე, მაგრამ გადაწყვეტილებას სხვა იღებს. ამ ეტაპზე ფორვარდი მთლიანად სასუოლოზეა ორიენტირებული”.

წყარო: football-italia

43 thoughts on “ბერარდის აგენტი:”დომენიკო ყოველთვის ინტერის ქომაგი იყო”

  1. ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილება მიიღეს ძაძა რო წამოიყვანეს და ეს გაყიდეს,შეიძლება მაშინ ბევრს ეგონა რო შEცდნენ მაგრამ დრომ აჩვენა რო ეს იუვეს დონის არ არის.წავიდეს ინტერში,იმედია ვერ გააძლიერებს :chuvak:

  2. სულ ინტერის ტრუსიკითაც რომ ეძინოს, არ უნდა იძახდეს ინტერის ფანი ვარო თუ იუვეში თამაში უნდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ უტაქტობაა და უპატივცემულობაა იუვეს მიმართ, ხან თვითონ იძახის ინტერის ფანი ვარო, ხან მისი აგენტი. თუ ინტერში უნდა, წავიდეს. დიდი არაფერი ფეხბურთელი არაა. იტალიელებს თავდამსხმელებში უჭირთ და თუ ვინმემ საშუალოზე ოდნავ მაღალ დონეზე ითამაშა, ყველა ახალი დელ პიერო და ბაჯო გონიათ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.