ბერარდის აგენტი:”დომენიკო ყოველთვის ინტერის ქომაგი იყო”
დომენიკო ბერარდის აგენტი მისი კლიენტის იუვეში შესაძლო გადასვლაზე საუბრობს:
“დიახ, იუვესა და სასუოლოს შორის მართლაც არსებობს ჯენლტმენური შეთანხმება დომენიკო ბერარდის ტრანსფერზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი კლიენტი კარიერას აუცილებლად ტურინში განაგრძობს. გადაწყვეტილებას ფეხბურთელი ერთპიროვნულად მიიღებს.
ტოტენჰემი და ინტერი? ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ჩვენ ძალიან ბევრი წინადადება მივიღეთ როგორც აპენინებიდან ასევე ევროპიდანაც.
იგი მუდამ ინტერის ტიფოზი იყო, მაგრამ ვერაფერს დაგიდასტურებთ. ნაციონალური გუნდი? სისულელეა თითქოს მას კონტესთან ნაჩხუბარი ჰქონდეს.. ანტონიომ ნოემბერში გამოიძახა, მაგრამ დომენიკო ნაკრებს ტრავმის გამო ვერ შეუერთდა.
ბუნებრივია ბერარდი ოცნებობს აძურის ღირსების დაცვაზე, მაგრამ გადაწყვეტილებას სხვა იღებს. ამ ეტაპზე ფორვარდი მთლიანად სასუოლოზეა ორიენტირებული”.
წყარო: football-italia
ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილება მიიღეს ძაძა რო წამოიყვანეს და ეს გაყიდეს,შეიძლება მაშინ ბევრს ეგონა რო შEცდნენ მაგრამ დრომ აჩვენა რო ეს იუვეს დონის არ არის.წავიდეს ინტერში,იმედია ვერ გააძლიერებს
ხოდა თუ ასეა წადი ინტერჰი არავის ჭირდები
სულ ინტერის ტრუსიკითაც რომ ეძინოს, არ უნდა იძახდეს ინტერის ფანი ვარო თუ იუვეში თამაში უნდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ უტაქტობაა და უპატივცემულობაა იუვეს მიმართ, ხან თვითონ იძახის ინტერის ფანი ვარო, ხან მისი აგენტი. თუ ინტერში უნდა, წავიდეს. დიდი არაფერი ფეხბურთელი არაა. იტალიელებს თავდამსხმელებში უჭირთ და თუ ვინმემ საშუალოზე ოდნავ მაღალ დონეზე ითამაშა, ყველა ახალი დელ პიერო და ბაჯო გონიათ.
Araferi gansakutrebuli araaq penaltebs itans marto. Amas dybala shechams
წავიდეს ამისიც! ეს უტვინო არ დავინახო იუვეში! ღირსია მთელი კარიერა ინტერში დალპეს.
კარგია, ესე იგი არ ვიყიდით.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნაჩვენები აქვს…))
Dro gvachvenebs vin vinaa
როგორც უნდა ისე მოიქცეს)) 9 ლიგა მოგვაგებინოს ზედიზედ თუ უნდა… მაინც …….