ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინელები პრიმავერას “ტალანტთან” პროფესიონალურ კონტრაქტს აფორმებენ

Tuttosport-ის მტკიცებით ბიანკონერი მოიზესს კინთან პროფესიონალურ კონტრაქტს აფორმებს..

ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ამპლუით ფორვარდია იუვეს პრიმავერაში ასპარეზობს. ფეხბურთელის მიმართ დიდ ინტერესს რამდენიმე ევროპული გრანდი იჩენდა.. ვინოვოზე არსენალის და ჩელსის დამკვირველები იმყოფებოდნენ, თუმცა ტურინელებმა უნიჭიერესი თავდამსხმელი არავის დაუთმეს და მასთან სამ წლიან ხელშეკრულებას აფორმებენ. საგულისხმოა, რომ მოიზესის საფეხბურთო აგენტი ყველასათვის კარგად ნაცნობი მინო რაიოლა იქნება.

წყარო: tuttojuve

10 thoughts on “ტურინელები პრიმავერას “ტალანტთან” პროფესიონალურ კონტრაქტს აფორმებენ

  1. იუვეს პრიმავერადან ბიჭების დაწინაურების არ მჯერა მე. ბოლო 20 წელიწადში მხოლოდ ერთი ფეხბურთელი გაიქაჩა. გაუფორმებენ კონტრაქტს და სულს ამოხდიან სერია ბ-ს და ც-ს გუნდებში განათხოვრებით.

  2. ბოლო თამაშში დუბლი გააკეთა. 17 წლამდელთა ნაკრების რიგებში ესპანეთს შეუგდო. ალევი-ში 17 გოლი აქვს გატანილი ამ სეზონში. გროსომ პრიმავერაში დაუძახა და ფიორენტინას გაუტანა იტალიის თასზე. მოკლედ კარგი გოლავიკია და 16 წლისაა ჯერ.

    პ.ს.: რაიოლას რას ერჩით? საუკეთესოა თავის საქმეში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.