ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გიორგი ქასრაშვილის ყოველკვირეული მიმოხილვა

სალამი იუვენტინოებო,მომენატრა წერა.. დასაბრუნებლად შესაბამის მომენტს ველოდი… ბოლონიასთან 0-0 და საწერიც არაფერი იყო, შემდეგ ბაიერნთან 2-2 და ჩემი სტატია მსაჯის გინებით შედგებოდა, ასე რომ თავი შევიკავე… შემდეგ კი მერდებთან გამარჯვება და მოპოვებული ორმაგი 3 ქულა, ჩვენი და ნაპოლის ფეხის დაცდენის, ანუ ჰანდიკაპი სამამდე გაიზარდა… საწერიც ბევრი კარგი გაჩნდა და მეც ვიწყებ…

მიმდინარე ჩემპიონატი ძალზედ რთულად და კატასტროფულად დავიწყეთ, იყო საუბრები იმაზე, რომ იუვენტუსი ლიგის საგზურის გარეშე დარჩებოდა, რადგან 3-ეულს 11-10-9 ქულით ჩამოვრჩებოდით, მაგრამ…

პირველი ნოემბერი, ყველა იუვენტინო ერთმანეთს ულოცავს იუვენტუსის 118 წლის იუბილეს, ველოდებით 21:00 საათს, რომ ნანატრი გამარჯვება მოვიპოვოთ..

პოგბას დარტყმა და იუვენტუსი დაწინაურდა, მე-2 ტაიმში კი თანაქალაქელებმა ანგარიში გაათანაბრეს, მატჩი მორიგი იმედგაცრუებისკენ იხრებოდა.. მიმდინარეობს მსაჯის კომპენსირებული მე-4 წუთი, სანდროს გამჭოლი გადაცემა და რეტეეეეეე, რეტეეეეეე, ყველა იუვენტინო გამარჯვებას ზეიმობს, ყველა იუვენტინოში გაიღვიძა იმ შემართებამ ,,იუვენტუსი არასოდეს ნებდება” ,,იუვენტუსი ბოლომდე იბრძვის” და სწორედ ამ რწმენამ მოიტანა 94-ე წუთზე მოპოვებული გამარჯვება და იუვენტუსმაც სისწრაფეს უმატა, სიჩქარის გადაჭარბებაც კი დაფიქსირდა ზედიზედ 15 კილომეტრის გარბენისას, შემდეგ კი ჩმ.ლიგის მოსახვევი იყო და ბოლონიაში ნელა ვიმგზავრეთ, ტურინშიც საწვავი დაკვაკლდა, მაგრამ საოცრება იყო ამ სიტყვების მოსმენა: ,,დღეს ვისაც არ უნდა შევხვედროდით, ნებისმიერს დავამარცხებდით (ლეონარდო ბონუჩი) იუვემ ისევ აკრიფა, იუვემ ისევ უმატა და გუშინდენი ტურის ბოლო მატჩიც ჩვენდა სასარგებლოდ დასრულდა.

,,სალუტატე ლა კაპოლისტა” (მივესალმებით პირველ ადგილოსნებს)

სკუდეტო უკვე ტურინელთა რადარზეა, ნაპოლისათვის კი ბურუსში ეხვევა თანდათან… ვფიქრობ საინტერესო იქნება გადავხედოტ დარჩენილ 11 ფინალს სკუდეტომდე…

28 – ტური (06.03.16) ატალანტა – იუვენტუსი
29 – ტური (13.03.16) იუვენტუსი – სასუოლო
30 – ტური (20.03.16) ტორინო – იუვენტუსი
31 – ტური (03.04.16) იუვენტუსი – ემპოლი
32 – ტური (10.04.16) მილანი – იუვენტუსი
33 – ტური (17.04.16) იუვენტუსი – პალერმო
34 – ტური (20.04.16) იუვენტუსი – ლაციო
35 – ტური (24.06.16) ფიორენტინა – იუვენტუსი
36 – ტური (01.05.16) იუვენტუსი – კარპი
37 – ტური (08.05.16) ვერონა – იუვენტუსი
38 – ტური (15.05.16) იუვენტუსი – სამპდორია

შესაბამისად გამოდის, რომ დარჩა 33 გასათამაშებელი ქულა… ა გამოვიჩენ დიდძალ ამბიციას და ლოგიკურად შევაფასებ პოტენციურ ქულათა მოპოვების რაოდენობას…

11 მატჩიდან 9 თამაშს მოვიგებთ, 2 მატჩი კი ფლორენციასა და მილანში მინიმუმ ფრე ჩავთვალოთ, გამოდის რომ 29 ქულას მოვუყრით თავს, ამას დავუმატოთ 3ქულა, რომელიც ეხლა გვაქვს მარაგში და 32 ქულას მოვუყრით თავს… ნაპოლი კი 11-იდან 11-ივეს მოიგებს???

მოდი გადავხედოთ მათ კალენდარსაც…

28. ნაპოლი – კიევო
29. პალერმო – ნაპოლი
30. ნაპოლი – ჯენოა
31. უდინეზე – ნაპოლი
32. ნაპოლი – ვერონა
33. ინტერი – ნაპოლი
34. ნაპოლი – ბოლონია
35. რომა – ნაპოლი
36. ნაპოლი – ატალანტა
37. ტორინო – ნაპოლი
38. ნაპოლი – ფროსინონე

არც თუ ისე იოლი კალენდარი აქვთ ნეაპლოიტანელებს… განსაკუთრებით აღსანიშნავია, ორი ურთულესი გასვლითი მატჩები მილანსა და რომში, ეს გუნდები ლიგის საგზურისათვის იბრძვიან და შესაბამისად ადვილად არაფერს დათმობენ…

გამომდინარე აქედან ნაპოლის მინიმუმ 1 ფრე ინტერთან ან რომასთან საკმარი იქნება იმისათვის, რომ იუვენტუსმა ზედიზედ მეხუდეთ მოიპოვოს სკუდეტო.

ასე და ამგვარად, იუვენტუსი კუთვნილ ადგილზეა, ყველაფერი მის ხელთაა, დარჩენილ 11 სასკუდეტო ფინალში იუვენტუსი მიაღწევს გამარჯვებას და ჰეგემონია გაგრძელდება იტალიაში, რომელსაც ,,ბებერი ქალბატონის დომინიება ჰქვია”

გილოცავთ ყველას ასეთ წარმატებულ სვლას, კეთილი სურვილებით თქვენი QASRA

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

კარგი სტატია მადლობა :forza: :forza: :juvee: :juvee:

forza bianconeri
8 years ago

წინასწარ ვერაფერს ვივარაუდებთ, ბოლონიასთან თუ დავკარგეთ ქულები, ესეიგი ნებისმიერ გუნდთან შეიძლება იგივე მოგვივიდეს :blin:

DP10
DP10
8 years ago

ნაპოლი დაიღალა. მარტო იგუაინმა როდემდე უნდა ათრიოს. მე ნაპოლის მესამე ადგილს ვფიქრობ, როგორც შარშან და იუვეს ჩემპიონობას 2-3 ტურით ადრე. არა იმიტომ რომ იუვენტინო ვარ, არამედ რეალობა ეგეთია.

lasha lasha
8 years ago

კარგი სტატიაა ოღონდ მსაჯთან დაკავსირებით ვერ დაგეთანხმები ბავარიასთან რაღაც კატასტროფული შეცდომები არ ყოფილა ვიდალის ხელს ზოგი დადებდა ზოგი არა ესევე ზოგი დადებდა ზოგი არა ლევანდოვსკი რო ჭაიქცა ჩვენს საჯარიმოში.ვაღიაროთ პირველ ტაიმში ბავარიამ მაგრად დაგჯაბნა ყოველგვარი მსაჯის გარეშე აი მეორე ტაიმის 15 წუთის შემდეგ მოვედით აზრზე და კარი დაბრუნებაც გამოგვივიდა ოღონდ ეს საკმარისი იქნება ტუ არა მიუნხენსი არავინ არ იცის ასე ტუ ისე იმედი არის და შანსიც რაც შეეხება სერია ა-ს აქ მართლაც ჩვენს ხელშია ყველაფერი ნაპოლის ინტერთან და რომასტან რო გაუჭირდება ფაკტია და ტორინოც არ დაგვავიწყდეს იქაც არ ელიტ იოლი გასეირნება ასე რომ თუ სკუდეტო ვერ მოვიგეტ ისევ ჩვენს ტავს… Read more »

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x