ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი:”ბარძალით აღფრთოვანებული ვარ”

ჟურნალისტებთან საუბარში ლეონადრო ბონუჩი ანდრეა ბარძალის აქებს და აცხადებს, რომ იგი გამორჩეული ფიგურაა:

“საკუთარი კარიერის განმავლობაში არაერთ დიდ ფეხბურთელთან მითამაშია და ვცდილობ ყოველი მათგანისგან, რაღაც განსაკუთრებული ვისწავლო.

თუმცა, ყველაზე მეტად ანდრეა ბარძალის თამაშით ვარ აღფრთოვანებული. იგი პრაქტიკულად დაუმარცხებელია! თითოეულ ვარჯიშზე 100%-ით იხარჯება და ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. იგი უდაოდ მისაბაძი მაგალითია!

ალეგრი? ძალზედ ჭკვიანია და ბრწყინვალედ მოეხსენება თუ როგორ უნდა მართოს კოლექტივი. მან სულიერი სიმშვიდე და რწმენა შეგვმატა.. პლიუს ამასთან მაქსი ტაქტიკური სიძლიერითაც გამოირჩევა.

კონტე? ანტონიო მაშინ გავიცანი, როდესაც იუვეს პირველ სეზონს მეშვიდე ადგილზე ვასრულებდით.. მისი წვლილი ფეხზე დადგომაში ფასდაუდებელია.. მან გამარჯვებულის მენტალიტეტი შეგვძინა! ანტონიოსადმი მუდამ მადლიერი ვიქნები, რაც მან მოედანზე და მის მიღმა შემძინა”.

 

წყარო: football-italia

3 thoughts on “ბონუჩი:”ბარძალით აღფრთოვანებული ვარ”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.