ლიხშტაინერი: “ატალანტასთან მძიმე თამაში გველის”
სტეფან ლიხშტაინერი აცხადებს, რომ “ატალანტას” წინააღმდეგ თამაში არ იქნება იოლი.
“ეს მატჩი არ იქნება იოლი. ატალანტა კარგ ფეხბურთს თამაშობს, აგრესიულია და კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. ასე რომ, რთული მატჩი გველოდება. ნაპოლის სამი ქულით ვუსწრებთ, მართალია, ბოლო თვეებში ამოვქაჩეთ, მაგრამ წინ ჯერ გრძელი გზაა.
ჩემპიონთა ლიგა? მე გადავხედე სტატისტიკას და ბაიერნს ბევრად მეტი ჰქონდა ბურთის ფლობა და ბევრჯერ დაგვირტყეს კარში. ვფიქრობ, მათი ბოლო მარცხი ჩემპიონატში უმნიშვნელოა. მათთან მძიმე თამაში გველის, თუმცა ჩვენ გვჯერა საკუთარი თავის.
იტალიის თასის თამაში? ჩვენ ვიბრძოლეთ, ყველაზე მთავარია, რომ ფინალში მოვხვდით, ეს კარგი ამბავია.”
წყარო: Football Italia
ატალანტას კი გავუდებთ მარა ძაან ცოტა ძალების ხარჯზე უნდა მოხდეს ეგ და ტრამვების გარეშე
ატლანტას გავუდებთ
ლპ