ფეხბურთელების შეფასებები
გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს:
ნეტო – 6 – პირველი გოლის ეპიზოდში სრულიად გაუაზრებელ გადაცემას ასრულებს ჰერნანეშზე.. სამაგიეროდ გასაოცარი ბურთი აუღო პერეშიჩს დამატებით დროში, რითაც პრაქტიკულად ფინალში გაიყვანა საკუთარი გუნდი.
ლიხტშტაინერი – 6 – ავტოპილოტის რეჟიმით იწყებს, შეზღდული სიჩქარით.. თუმცა მას შემდეგ რაც მეტოქემ რამდენიმე ხიფათი შექმნა, თანდათან მოუმატა. ლიაიჩის ეპიზოდს ეღობება და ასევე კონდოგბიას შორეულ გადაცემას ჭრის.
ბარძალი – 6 – ანდრეას მოედანზე გამოჩენამ იუვე 3-5-2 ტაქტიკაზე დააბრუნა. ჭკვიანურად კითხულობს თამაშს და მეტოქეს საიმედოდ კეტავს.
ბონუჩი – 5.5 – გარდა იმისა, რომ რთული მატჩი იყო, ლეოს რუგანის დაზღვევაც უწევდა. ვერ ეწევა ედერს და იღებს ყვითელ ბარათს.. რომელიც მისდა სამწუხაროდ ფინალის გამოტოვებას გულისხმობს.
რუგანი – 5.5 – პერეშიჩთან ობრთაბრძოლებში ძალიან სუსტად გამოიყურება. მეორე გატანილი გოლის პერიოდში კაცმა არ იცის სად იმყოფებოდა.
ალექს სანდრო – 5.5 – ელეგანტურია კონტრ-შეტევებზე. აპლოდისმენტებს წყვიტავს როდესაც ფეხებს შორის უტარებს მედელს, შემდეგ კი კიდევ ორ მეტოქეს სცდება.. თუმცა, უშვებს ბიაბიანის და ანგარიში 2-0 ხდება.
კუადრადო – 5 – იწყებს მეტ ნაკლებად კარგად.. აწუხებს ნაგატომოს და იბრძვის პერეშიჩთან თითოეულ მილიმეტრზე. თუმცა, ნაკლებად პროდუქტიული საღამო გამოდგა. კოლუმბიელმა საპასუხო შეხვედრაში ვერ გაიბრწყინა.
სტურარო – 5.5 – დაგვიანებით აჩერებს მედელს და იღებსა დამსახურებულ გაფრთხილებას. 120 წუთის მანძილზე მუხლჩაუხრელად შრომობდა. ბურთის ფლობისას მინიმალური ხარისხი.. დიდწილად საკუთარი თავგანწირული თამაშის იმედად იყო.
ჰერნანეში – 5 – პირველი გოლის დროს მედელმა მასსზე აშკარად დაარღვია თამაშის წესები. ბოლომდე მაინც ვერ შესძლო თამაშის სადავეების საკუთარ ხელში აღება. ცდილობს გუნდისთვის დაცვით ფაზაში მაინც გახდეს სასარგებლო.. ერთი ნაბიჯი უკან!
ლემინა – 6 – ოთხ თვიანი იძულებითი დასვენების შემდეგ ბრუნდება მინდორზე.. დაცვით ასპექტში რამდენიმეჯერ ეფექტურად ჩაერთო.. ცდილობდა შეტევების ორგანიზებას.. თუმცა რიგ ეპიზოდებში მისამართს ვერ ვპოულობდა.. საერთო ჯამში ნახევარდაცვა გამოაცოცხლა.
ასამოა – 5 – თამაშ-გარე მდგომარეობაშია 27 იანვრიდან. იუვეს მთავარი წუხილი მასთან მიმართებაში: რეალურად კარგი ნახევარმცველი, შრომისმოყვარე მაგრამ ფიზიკურად არასტაბილური..
პოგბა – 6 – მომენტალურად ერთვება ბრძოლაში.. არ ტოვებს უბრძოლველად მოედნის არცერთ სანტიმეტრს. შემოტრიალებით განხორციელებული ეფექტური დარტყმა. თუმცა, ძირითადათ მარტო მოქმედებს, რადგან მისი პარტნიორები გადაღლილები არიან..
ძაძა – 6 – პირველი 25 წუთის მანძილზე რამდენიმე მეტოქეს აქცევს.. დარტყმა რომელიც ძელს მოხვდა, კარგი იყო. თუმცა, შანსი ანგარიში 3-1 გაეხადა ქარს გაატანა. იბრძვის როგორც ლომი! დიაგონალურმა დარტყმა მცირედით აცდა მიზანს. შემდგომ ჩვეული უხეში ვარდნა და გადაურჩა წითელ ბარათს.. ყვითელი!
მორატა – 5.5 – რამდენიმეჯერ გაჭრა ინტერის დაცვის ხაზი. თუმცა, როდესაც რიცხოვრივი უპირატესობა ეფექტურ გამოყენებას საჭიროებდა, მუდმივად არასწორ გადაწყვეტილებას იღებდა. 121 წუთზე ორი მომენტი ჰქონდა, მაგრამ კარისომ საკუთარი გუნდი იხსნა.
ალეგრი – 5.5 – ბუნებრივია, როდესაც სეზონის ამ მონაკვეთში მინდორზე 3-0-ზე გადიხარ, როტაცია დასაშვებია.. მაგრამ სათადარიგოთა სკამზე ძალზე ინერტულად გამოიყურება და არა აქვს უნარი გადაცემების სიჩქარე გაზარდოს. ფაქტია, დღევანდელი იუვენტუსი დიდწილად პოგბა-დიბალას დუეტზეა დამოკიდებული.
წყარო: La Gazzetta dello Sport
ამ რუგანიდან მგონი არაფერი არ გამოვა
Waikitxos ertma es komentarebi kargi iqneba

Ui anonimuri vyopilvar
ზუსტად ამას ვამბობდი რო ძაძამ უკეთესად ითამაშა ვიდრე მორატამ მიუხედავად იმისა რო ზოგადად მორატა მირჩევნია.ბევრი ძაძას აბრალებდა შეტევაში ცუდ თამაშს და რატო არ ვიცი.ზოგადად გუნდმა როგორც ითამაშა იქედან გამომდინარე კარგად არა მარა ნორმალურად ითამაშა
ძაძამ რო შტანგას მოარტყა მაგ დროს 2-0 იყო ანგარიში,ეს მცირე შესწორება
ძაძა არ იყო ცუდი. რაც შეუძლია იმას აკეთებდა. მეტი არ შეუძლია და რა ქნას? მაგიტომ ვარ რუგანიზე, მორატაზე, ასამოაზე გაბრაზებული, რომ მეტად უნდა მოენდომებინათ. ძირითადში მოხვდნენ და მნიშვნელობა არ აქვს თასია თუ ჩემპიონთა ლიგა. ბოლომდე უნდა დაიხარჯონ. ძაძაც უაზროდ დარბოდა, მაგრამ ინდომებდა და იბრძოდა, ამიტომ შეცდომებიც ეპატიება. და ვინც დაბოდიალობდა მოედანზე და საერთოდ არ ეტყობოდა რომ იუვეს ღირსებას იცავდა, ისენი მაგრად უნდა გატისკოს ალეგრიმ, თუ არ უშველით წავიდნენ და სხვაგან ითამაშონ.
როცა გუნდმა შეუტია ზაზა ცუდი არ იყო, რაც დავარტყით თითქმის ყველა ზაზამ დაარტყა, მაგრამ თუ არ შეუტიე და პასი არ მიეცია ზაზა თვითონ ცენტრიდან წამღები და 5 კაცის მომტყუებელი არ არის, არც ევალება. ეგეთი რამ ვისაც ევალება კი დადის პამპერსიანი ბავშვივით მოედანზე როცა არის
ყველამ აიგდო ეს თამაჰი და ჰეფასებებიც ზედმეტია
რუგანის და ბონუჩის ერთნაირი შეფასება რა სინდისით დაუწერეს?! ბონუჩი რომ არ ყოფილიყო საერთოდ დაიშლებოდა დაცვა. რუგანი რომ არ ყოფილიყო ვერავინ შეამჩნევდა. მორატასაც უფრო ნაკლები შეფასება ეკუთვნის. ეს ერნანეშიც არაა რეჯისტა და რა ქნას.
აუ ანონიმური დამაწერა :(
Es zaza yvelaze uaresi iyo nw nw nw