ლემინას “იუვენტუსში” დარჩენა სურს
მარიო ლემინას აგენტი აცხადებს, რომ მის კლიენტს სურს “იუვენტუსში” დარჩენა და კლუბი განიხილავს მის გამოსყიდვას “მარსელისგან” 9.5 მილიიონ ევროდ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.
“მას მუხლის ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ახლა მთლიანად შევიდა ფორმაში და მონდომებულია დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები და გუნდს სარგებელი მოუტანოს. კვირას ატალანტასთან დაამტკიცა თავისი ტაქტიკური და საგოლე ალღო. ალეგრის შეუძლია მას დაეყრდნოს. გოლმა ძალიან კარგად იმოქმედა მარიოზე ფსიქოლოგიურად. “იუვე” დიდი გუნდია, მარიოს არ მოუგია ჯერ ტიტული და უნდა ამას ტურინში მიაღწიოს. რა თქმა უნდა, მარიოს სურს ტურინში დარჩენა; იუვე დიდი ოჯახივით არის და მარიოც აქ თავს გრძნობს როგორც სახლში, მოსვლის პირველივე დღიდან. რაც შეეხება მის მომავალს და იმას, გამოისყიდის თუ არა კლუბი მას, ამას სეზონის ბოლოს გავიგებთ.”
წყარო: Football Italia
Lemina sturaro pogba unda shenarchundes da dzlieri naxevardacva gveyoleba
დატო დაგვიბრუნდა ეს უკვე კარგია
კარგია დარჩეს ამის ქვედა სტატიაჰი დავწერე გამოჩნდება და კარგი სიახლეებით მეთქი დავითი ამ საიტის გულია აი დელპიერო კი გმირი

დიდება შენს გამოჩენას)) ხომ მშვიდობაა დათო?

დატოვეთ კაი ბიჭია და სწორი განვითარების შემთხვევაში მინიმუმ ერთი კარგი ნახევარმცველი გვეყოლება თანაც ახალგაზრდაა
