ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“რომა” ჩემპიონთა ლიგას ეთიშება

ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას ერთი იტალიური კლუბი უკვე გამოეთიშა: გუშინ “რომა” ბერნაბეუზე დამარცხდა რონალდოსა და ჰამეს როდრიგესის გატანილი გოლებით. მიუხედავად რომაელთა შეტევისა და აგრესიული თამაშისა, მათ ვერ მოახერხეს გოლების რეალიზება.

ალესანდრო ფლორენცი აცხადებს, რომ “ამ სპორტში მთავარია გოლის გატანა და არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგად ითამაშე. ჩემი აზრით, ორი კარგი თამაში ვაჩვენეთ და რეალიც წნეხის ქვეშ გვყავდა დიდი ხანი, მაგრამ ჩვენი შანსი ვერ გამოვიყენეთ. ვითამაშებთ თუ არა გაისად ლიგაზე? აუცილებლად!

რეალის მეკარე ნავასი თვლის, რომ მისმა გუნდმა დაცვაში ტამაში უნდა გააუმჯობესოს, რადგან შეიძლებოდა “რომას” გოლი ძვირი დასჯდომოდათ.

ზინედინ ზიდანი კი თვლის, რომ სრულიად ნორმალური იყო, რომ “რომა” უტევდა მის გუნდს. “შეიძლება მეტად მივეცით უფლება მეტოქეს, რომ შეეტია, მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან “რომა” ძლიერი კლუბია და არაჩვეულებრივი ფეხბურთელები ჰყავს, თან მან ზედიზედ 7 თამაში მოიგო სერია ა-ში. საბოლოო ჯამში კარგად ვითამაშეთ, ჯამში ოთხი გოლი გავიტანეთ და ერთიც არ გაგვიშვია.”

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juve-10
8 years ago

ძაან არასტაბილური გუნდია რომა. თან არც უმართლებთ საქართველოს ნაკრებივით არის)) რა თქმა უნდა 2 აზრი არ არის რო რეალი უფრო ძლიერია, მარა შემეცოდა მაინც რაა. პირველი თამაში ფაქტიურად მარტო მოიგო რონალდომ. თამაშით 0-2 ს ნაღდად არ იმსახურებდა რა. აი ნაპოლი რო ყოფილიყო წელს ლიგაზე ფარჩაკი ლაციოს მაგივრად ბევრად კაი იქნებოდა

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

რომა ქათამი გუნდია და ამას აღარ უნდა ლაპარაკი,საერთოდ საწყენია რომა რო გადის ლიგაზე და მილანი და ინტერი ვერ გადიან.მთლიანად იტალიის სირცხვილია ეს გუნდი

1juve
1juve
8 years ago

3 მცველში ფლორენცი მაჯვნივ და დარმიანი მარცხნივ
4 მცველში დარმიანი მარჯვნივ და პელუზო მარცხნივ, თუ სასტავში არა სკამზე მაინც იმსახურებს პელუზო, მილანთან მაგრად ითამაშა, თავზე უგდებდა ბურთებს მილანის ფეხბურთელებს :chuvak:

lasha lasha
8 years ago

კიი ძაან მაგარია და რომასი ცოდვაა ვერ განვითარდება იუვე უნდა მაგას.დაცვაშიც არაა ცუდი და შეტევაშიც კარგად მიდის რაც მთავარია კაცის მოტკულება შეუძლია.ცოტა იმედი მომეცა ევროზე დარმიანი ფლორენცი კაი ფლანგები გვეყოლება :italy:

1juve
1juve
8 years ago

ფლორენციმ ცენტრში რო შეიწია მერე უკეთესად ითამაშა, თუმცა არც ფანგზე იყო ცუდი, 3-5-2ში ფლანგზე ძან მაგარი იქნება ფლორენცი, მაგი როგორც კი გამოჩნდა რომაში მაშინვე მივხვდი რო ძან მაგარი იქნებოდა, თავიდან მარცხენა ფლანგის შემტევი იყო და ახლა მარჯვენა ფლანგის მცველია :chuvak:

lasha lasha
8 years ago

ფლორენცი მაგარია ეგ ვითრიოთ თორე დე როსივით უსახელოდ დაასრულებს რომაში კარიერას.ფლორენცი სანდრო ფლანგებს კარგად დააწიოკებენ ერტიც კარგი გამთამაშებელი და ეგაა მომავალში ლიგას შეუტევთ წელს ალბად ვერ შევწვდებით :forza:

8 years ago

დავით, კარგად ხარ?

lasha lasha
8 years ago
Reply to  Dutch

RESPEKT :up: :forza:

lasha lasha
8 years ago

ფარჩაკი რომა მერე გამოვლენ და ბლატავს დაიწყებენ ფროზინონეს და ვერონას თბილისის დინამოც მოუგებს 1-2 თამაშს.ეს სპალეტი კიდე ვერაა ტოტი დროზე გამოეშვა რომელი ყავს მაგაზე უკეთესი?70 წლის ტოტი მირჩევნია დღევანდელ ჯეკოს და სალაჰს ერთად აღებულს :blin:

juve amor
რეალისტი
8 years ago

რა თქმა უნდა არ არის არც კალჩოს რეიტინგისთვის მაგრამ სიმართლეც უნდა ითქვას არ უმართლებს არასდროს კენჭისყრაში კალჩოელს ჯე რიყო და ლაციო ლევერკუზენს სეაჯახეს როცა იმდენი ქინძი გუნდი იყო,მერე იუვე სიკვდილის ჯგუფში მერე ტოტენჰემი ვილიარეალი ,ეს უბრალოდ არგამრთლება არ არის

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

არ არასის ეს ყველაფერი იტალიური ფეხბურთვისთვის კარგი

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x