ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლევანდოვსკი : “ტურინელები ბოლომდე იბრძოლებენ”

 

მიუნხენის “ბავარიას” ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი ტურინის “იუვენტუსის” მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს და საკუთარ თანაგუნდელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს : “პირველ შეხვედრაში 2-0 ვიგებდით, თუმცა მეტოქემ მატჩის მიწურულს საგრძნობლად მოუმატა და გაგვითანაბრა, ტურინელებს ძლიერი გუნდი ჰყავთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ.ხვალ მათგან დაცვით ტაქტიკას ველი, ჩვენ მოთმინებით უნდა დაველოდოთ ჩვენს შანსს და გამოვიყენოთ საგოლე მომენტები.დიახ, კარგ ფორმაში ვართ, ვერდერს ხუთი გოლი გავუტანეთ, თუმცა ოთხშაბათს სხვანაირ დაპირისპირებას ველი.”

“ბევრი იტყვის, რომ ტურინულ მატჩში უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ სად სჩანს ეს უპირატესობა, შეხვედრა ფრედ დასრულდა.ფავორიტობა 60 წუთში კი არა, მთელი 90 წუთის მანძილზე უნდა დავამტკიცოთ.0-0 და 1-1 ხელს ჩვენ გვაძლევს და სწორედ ამიტომ, მშვიდად უნდა ვიასპარეზოთ, ტურინელები არაფერს დათმობენ, ისინი თითოეულ მოწინააღმდეგეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და ასი პროცენტით იხარჯებიან.ტურინში მათ არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს და ასე იქნება ხვალაც, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რა დანაკლისით ხვდება დაპირისპირებას, მთავარია რა ხდება მინდორზე.მოთამაშეთა არ ყოფნის გამო მეეჭვება, ბიანკონერებმა ცუდად ითამაშონ, მათ ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ტრავმირებულთა ჩანაცვლებას შეძლებენ.დაველოდოთ ოთხშაბათს, დაძაბული მატჩის მოლოდინში ვარ.”

“ზოგადად, იტალიური გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, თუ სხვები ფიქრობენ, რომ მატჩის შედეგი ნაადრევად გადაწყვეტილია, აპენინებზე ამ აზრს არავინ ეთანხმება და ბოლომდე იბრძვიან, მათთან ერთმა შეცდომამაც კი შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მანჯუს გოლს ველი დგეს პოგბას გადაცემიტ

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ყველა გრანდს მოუხდება,ძაან ძლიერია

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ერთი საღად მოაზროვნე ბაიერნის ფეხბურთელი

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x