ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რიბერი : “ბუფონი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”

მიუნხენის “ბავარიას” ერთ-ერთი ლიდერი, ფრენკ რიბერი “იუვენტუსთან” დაპირისპირებას მოუთმენლად ელის და აცხადებს, რომ მისი გუნდი ფრეზე არ ითამაშებს : “მიუხედავად იმისა, რომ 0-0 და 1-1 ჩვენს სასარგებლოდ დასრულებული ფრე იქნება, ბავარია შეტევას და გოლების გატანას აპირებს.გუარდიოლას ყოველთვის შეტევა და ბურთის კონტროლი უყვარს, სხვანაირად თამაში არ გამოგვივა.ვეთამაშებით კლუბს, რომელსაც გამოცდილი და მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ, მშვიდად და აუღელვებლად უნდა ვიასპარეზოთ.”

“ტრავმა ? – წარსულს ჩაბარდა, ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ და სათამაშოდ მზად ვარ.რობენი ? – გუშინ მას მცირე პრობლემა ჰქონდა, მდგომარეობის გასარკვევად ექიმს ან თავად არიენს უნდა ჰკითხოთ.იმედი მაქვს, სერიოზული არაფერია და ჰოლანდიელი ხვალ ითამაშებს.ალეგრის გუნდის მთავარი კოზირი დამაჯერებელი ასპარეზობაა დაცვაში, ისინი ტიპიურ იტალიურ ფეხბურთს თამაშობენ.ბიანკონერებს 2013 წელსაც დავუპირისპირდით და ორი მატჩის ჯამში 4-0 მოვუგეთ, თუმცა მარტივი შეხვედრები არც მაშინ გვქონია.ყურადღება უნდა გავამახვილოთ მათ თითოეულ ქმედებაზე, შორიდან დარტყმებზე, ჯარიმებზე, კუთხურებზე და ასე შემდეგ.იტალიელები დაცვიდან ითამაშებენ და საკუთარ შანსს დაელოდებიან, როგორც ლევანდოვსკიმ თქვა, ყურადღება წამითაც არ უნდა მოვადუნოთ.ვეცდებით თავიდანვე აქტიურად დავიწყოთ და სწრაფი გოლი გავიტანოთ, ვნახოთ, რა გამოვა.”

“ბუფონი ? – შეუძლებელია ჯიჯის პატივს არ სცემდე, მისი ასაკის მიუხედავად იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.მას პირადად არ ვიცნობ, თუმცა ყოველთვის ვესალმები.პლანეტაზე საუკეთესო მეკარე კი ჩემთვის მანუელ ნოიერია.”

წყარო : Football Italia

6 thoughts on “რიბერი : “ბუფონი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”

  1. აქ გინებაც მოსულა?პირველად ვნახე და არ არის კარგი.კორექტულად ჯობია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.