“ბავარია” – “იუვენტუსი” ( სავარაუდო შემადგენლობები )
ტურინის “იუვენტუსისა” და მიუნხენის “ბავარიას” მატჩის დაწყებამდე 24 საათზე ნაკლები რჩება.იტალიური პრესა აქტიურად განიხილავს რამდენიმე ვარიანტს, თუ რომელი ტაქტიკით იასპარეზებენ გუნდები.მასიმილიანო ალეგრი ჯორჯო კიელინის არ ყოფნაში სავარაუდოდ 4-4-2 სქემას აირჩევს და ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე ხუან კუადრადოს განამწესებს, გუარდიოლას კი არიენ რობენის ჩანაცვლება ფრანკ რიბერით მოუწევს.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ბიანკონერებს ჯორჯო კიელინი დააკლდებათ და სწორედ ამ მიზეზით, მთავარი მწვრთნელი 3-5-2 სქემის ნაცვლად 4-4-2 ტაქტიკაზე შეაჩერებს არჩევანს.კარს ჯიჯი ბუფონი დაიცავს, დაცვის მარჯვენა ფლანგზე შტეფან ლიხტშტაინერი, მარცხნივ პატრის ევრა, ცენტრში კი ლეონარდო ბონუჩისა და ანდრეა ბარძალის დუეტი; ნახევარდაცვის მარჯვენა ფრთაზე ხუან კუადრადოს გამოჩენას უნდა ველოდოთ, მარცხნივ პოლ პოგბას, რეჯისტას პოზიციაზე ბრაზილიელი ერნანეში იქნება, მის წინ კი სამი ხედირა.ტრავმირებულ პაულო დიბალას ალვარო მორატა ჩაანაცვლებს, ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე კი მარიო მანჯუკიჩი იქნება გამწესებული.
ხვალინდელ დაპირისპირებას დანაკლისით ხვდებიან გერმანელებიც, თუმცა ეს დანაკლისი უპირველეს ყოვლისა დაცვის ხაზს შეეხება.ამ დრომდე ლაზარეთში რჩებიან ჟერომ ბოატენგი, ჰოლგერ ბარდშტუბერი და ხავი მარტინესი, გუარდიოლას მხოლოდ მეჰდი ბენატიას იმედი შეუძლია ჰქონდეს.სწორედ მაროკოელს შეუწყვილდება სავარაუდოდ ჯოშუა კიმიხი და მასთან ერთად შექმნის დაცვის დუეტს, მარჯვენა ფლანგზე გუნდის კაპიტანი ფილიპ ლამი იქნება, მარცხნივ დავიდ ალაბა.საყრდენ ნახევარმცველად ექს-ბიანკონერო, არტურო ვიდალი ითამაშებს, რომლის წინაც ტიაგო ალკანტარას უნდა ველოდოთ.როგორც გითხარით, რობენის ადგილს ფრენკ რიბერი დაიკავებს, საპირისპირო ფლანგზე იქნება დუგლას კოშტა, ცენტრ-ფორვარდად რობერტ ლევანდოვსკი, პოლონელის უკან კი ბუფონის კარში პირველი გოლის ავტორი, ტომას მიულერი.
“იუვენტუსი” – ბუფონი; ლიხტშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, ევრა; კუადრადო, ხედირა, ერნანეში, პოგბა; მორატა, მანჯუკიჩი
“ბავარია” – ნოიერი; ლამი, ბენატია, კიმიხი, ალაბა; ვიდალი, რიბერი, კოშტა, ალკანტარა, მიულერი, ლევანდოვსკი
=ტიგრან=მესმის როგორი ემოციიტ ველოდებიტ ტამაშშს. და როგორ გვინდა გასვლა. ამიტომ ვცერდი ხოლმე ალეგრიზე ცუდს და ზოგ ფეხბურტელზე. რომ დგეს გულდაცკვეტილები არდავრცჰენილიკავიტ.რომ მეტი დზლიერი იუვე იკოს. დგეს აუცილებლად პირველ გოლზე უნდა ვიტამაშშოტ. სხვა შემტხვევაში შანსი არააა. და არავიტარშემტხვევაში ტემპში არუნდა ავკვეტ. აი ეხლა გვინოდა ვინმე სერიოზული ბურტის დამცჰერი. სანდრო აუცილებლად გვინდა. ევრას გამოცდილება არარი საკმარისი. და კიდე დგეს გამოცჰნდება ვინიცის ფეხბურტი და ვინ არააა. გმერს ვტხოვ რომ ვცდებოდე.. გამარჯვება =იუვენტუსს=
ფორცააააა <3
ჩემი აზრით ყველაზე მაგარი იქნება თუ სწრაფ გოლს გავიტანთ, როგორც დორტმუნდთან მოხდა… ალბათ ყველა იუვესგან დაცვაში დგომას ელის და ალეგრი მგონია დოიჩებს სიურპრიზ შესთავაზებს… მარა სწრაფი გოლი მგონი ბავარიასაც დაშლის

დაცვაში უნდა ჩავდგეთ მარა სუდაცვაზე არ უნდა ვიფიქროთ და აგრესიულად შევუტიოთ.თამაშის გახსნა არ ივარგებს! ბოლობოლო კიელინი არ გვყავს და დიბალა ვერ დაგვეხმარება შეტევაში.ერთადერთი გამოსავალია დაცვაში მყარად დგომა და ბურთის ხელში ჩაგდების შემთხვევაში აგრესიულად და აწრაფად შეტევა კიმირის გამოუცდელობა დაგვეხმარება როგორც პირველ მატჩში. მთავარია პირველ ტაიმში გოლი არ გავუშვათ თორე მერე ძნელი იქნება რამის გაკეთება და ამოგვტენიან გოლებში.თამაში უნდა ჩავკეტოთ!!! Forzaa juveee
ალბათ საუკეთესო იქნება თუ იუვე თავიდანვე მიახვედრებს რომ დაცვაში ჩადგომას არ აპირებს. ალბათ მარკიზიოს გამოკლება რომ არა 3-5-2 ტაქტიკით ითამაშებდა ჯორჯოს არყოფნის მიუხედავად. ბაიერნის დაცვის შემხედვარე 100% ბურთს გავიტანთ ………….
თქვენ ფიქრობთ რომ იუვე ბაიერნს გახსნილად უნდა ეთამაშოს?განადგურდება სასწაულად
გახსნილად არა,აგრესიულად.