ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გუარდიოლა:”როდესაც მარცხდები მეტოქეს ხელი უნდა ჩამოართვა და შინ გაემგზავრო”

“ქამ-ბექი მიღწეულ იქნა ემოციური მუხტით და არა რაიმე ტაქტიკური ჩანაფიქრის დამსახურებით.. მერწმუნეთ, როდესაც ალიანს არენაზე ანგარიში 1-2-ია ფსიქოლოგიური წნეხი პიკს აღწევს, მაგრამ საბედნიეროდ ჩემმა შეგირდებმა მიზანს მიაღწიეს.. რიბერიც, კომანიც და კოშტაც ეფექტურად მოქმედებდნენ და აპლოდისმენტებს იმსახურებენ. 69 წუთამდე ვფიქრობდი, რომ შევძლებდით დაბრუნებას, მაგრამ ამისთვის მინიმუმ ერთი ბუთი აუცილებელი იყო..”

“სიმართლე გითხრათ მორატას შეჩერება ძალიან გაგვიჭირდა.. აი მანჯუკიჩის გამოსვლამ კი შვება მოგვცა.. იგი სახიფათო არის უშუალოდ საჯარიმოში და არა მის მიღმა.. გამარჯვებისთვის კი უფრო მეტი იყო საჭირო ვიდრე 11 ფეხბურთელი.. შევატყვე რა რომ სანდრო დაიღალა, ენერგიული კომანი ჩავრთე და ვფიქრობ, ეს გადამწყვეტი ნაბიჯი იყო. მერწმუნეთ იტალიური გუნდის წინააღმდეგ 0-2-დან დაბრუნება იოლი არ არის.. ეს იქნება ბრწყინვალე მაგალითი 1/4 ფინალური სტადიისთვის. თუ მართლა გსურს ლიგაზე წარმატების მიღწევა, მაშინ დიდ გუნდებთან შესაბამის დონეზე უნდა იდგე.. იუვენტუსმა კი ფანტასტიკური შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

იუვე მსაჯებმა დაჩაგრეს? ეს არ არის ის გუნდი, რომელიც არბიტრების ქმედებაზე უნდა წუწუნებდეს. როდესაც მარცხდები მეტოქეს ხელი უნდა ჩამოართვა, წარმატებები უსურვო და შინისაკენ გაემგზავრო. მათ ჰქონდათ შანსები და ორჯერ გაიტანეს კიდევაც. შესაძლოა მორატას გატანილი გოლი წესების დაცვით მოხდა, მაგრამ ფეხბურთი არავის ინდობს”.

9 thoughts on “გუარდიოლა:”როდესაც მარცხდები მეტოქეს ხელი უნდა ჩამოართვა და შინ გაემგზავრო”

  1. არ მიყვარს მსაჯებზე წუწუნი,მაგრამ ორივე გოლი ტურინში წესების დარღვევით გაგვიტანეს,ახლაც ერთი გოლი გაჩუქეს… ამათგან ერთი ეპიზოდი ჩვენს სასარგებლოდ(უფრო სწორედ სამართლიანად!!!) რომ გადაეწყვიტა,მთლიანად შეცვლიდა საქმის ვითარებას… რამდენი ხანია მსაჯები სულ ჩვენს წინააღმდეგ ცდებიან,არ მახსენდება ერთი ეპიზოდიც რომელიც ჩვენს სასარგებლოდ გადაეწყვიტოთ.უკვე მეტისმეტია…

  2. გვარდიოლა რა წარმატებს მიაღწევ სიტიჰი არ ვიცი მარა იმედია კიდე მოეცემა ალეგრის იუვეს ჰენთან ჰეხვედრის ჰანსი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.