ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გულშემატკივრის ღია წერილი..

ეს წერილი ფეისბუქზე, ჩვენი საიტის გვერდზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა.. იცით.. არ ვიცი რამდენად სუბიექტური ვარ, მაგრამ ამდენი ემოციური სიტყვების წაკითხვა, მოსმენა არაერთი ქომაგისგან, დიდი სიამაყის საბაბს მაძლევს. ჩვენთვის იუვენტუსი სპორტზე, ფეხბურთზე, საფეხბურთო მოედანზე, გოლზე და ანგარიშზე მეტია.. ეს მთელი ცხოვრებაა!

1995 წელს 8 წლის ვიყავი. უბნელი მყავდა, ვინმე შოთა სანიკიძე, რომელიც ჩემზე 2 წლით დიდი იყო და ფეხბურთსაც ჩვენზე (პატარებზე) უკეთესად თამაშობდა. შოთა იუვენტუსს გულშემატკივრობდა და რა თქმა უნდა მეც მას ვბაძავდი. 1996 წელს იუვე ფინალში გავიდა (რომელსაც მშობლებმა არ მაყურებინეს, რადგან თამაში ტრადიციულად გვიან იწყებოდა). მეორე დღეს კი გავიგე, რომ ჩემი საყვარელი გუნდი ჩემპიოთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ამას მოჰყვა 97 წლის ფინალი, რომელსც ვუყურე და მიუხედავად დამარცხებისა გვიან ღამით სახლში დაბრუნებულ მშობლებს გახარებული დავხვდი და ვუთხარი: დე დელ პიერომ იცი რა მაგარი გოლი გაიტანა ქუსლით? ამას მოჰყვა 98 წლის ფინალი და ჩემი პირველი ბავშვური ცრემლები, ცოტა ხანში კი დელ პიეროს ტრამვა …

ლიდერის გარეშე მანჩესტერთან წაგებული თამაში 2:3 და იტალიის ჩემპიონატში მე-8 ადგილი. შემდეგ იყო დელ პიეროს დაბრუნება. თუმცა ეს სულ სხვა ალექსი იყო. დინჯი, მშვიდი, მოაზროვნე მაგრამ ისეთივე გულიანი და თავდადებული როგორც ტრამვამდე. რამდენიმე ხანში ტრეზეგე, ნედვედი და მის გარეშე ჩემპიონთა ლიგის ფინალი მილანთან. ნეტავ რა იქნებოდა ნედვედს რომ იმ თამაში არ გამოეტოვებინა? იყო საერთოდ მაშინ რაიმე ძალა რაც იუვეს გააჩერებდა? არავინ იცის…

შემდეგ 2006 წლის სკანდალი. სადაც მხოლოდ ყველზე ყველაზე ერთგული ფეხბურთელები და გულშემატკივრები დავრჩით იუვესთან, რომელსაც ძალიან უჭირდა, თუმცა გვჯეროდა მისი, გვჯეროდა რომ ასეთი დიდი კლუბები, ასეთი დიდი ფეხბურთელებით არ ქრებიან ესე უგზო-უკვლოდ. იუვე დაბრუნდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ აგერ უკვე ზედიზედ მეხუთე სკუდეტოს უმიზნებს. მე კი ძალიან ბედნიერი ვარ რომ 1995 წელს მყავდა უბნელი შოთა სანიკიძე, რომელიც ძალიან მალე გადავიდა ჩემი ეზოდან და მას მერე თვალით არ მინახავს. დარწმუნებული ვარ ისიც ახლა იუვეს გულშემატკივარია და ზუსტად ისევე განიცდის გუშინდელ მარცხს როგორც მე. თუმცა მარცხი ალბათ ცოტა გადაჭარბებულია. გუშინდელი მატჩი იყო მტკიცებულება იმის რომ იუვე ძალიან ძალიან დიდი გუნდია. ერთ-ერთი უდიდესი და რაც მთავარია მას აქვს სული.

ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია. რამდენი ფულიც არ უნდა ცადონ მფლობელებმა მანჩესტერ სიტიში, პესეჟეში, ჩელსიში, რამდენი მაგარი ფეხბურთელიც არ უნდა იყიდონ, ისინი ვერ იყიდიან მთავარს, სულს! სულს რომელსაც უკან უდიდესი ისტორია, მოგონებები და ფეხბურთელები უდგანან. რომლებმაც წლების მანძილზე ყველაფერი აკეთეს ჩვენთვის, იუვეს გულშემატკივრებისთვის. დღევანდელი იუვე ძველი სიყვარულის ისტორიის გაგრძელებაა. როდესაც ვხედავ როგორ ნერვიულობს დიბალა სათადარიგოთა სკამზე, როგორ უხარია სხვისი გოლი მორატას, როგორ ბოლო ამოსუნთქვამდე კბილებით იცავს საკუთარ კარს თავგატეხილი კიელინი და როგორ ამხნევებს დანარჩენებს ჩვენი ნუმერო უნო, ვრწმუნდები რომ ეს ისევ ის იუვეა სადაც ენა გამოყოფილი დელ პიერო აღნიშნავდა რეალის კარში გოლს და სადაც ტრიბუნებისკენ გარბოდა საბოლოო გოლის ავტორი, პაველ ნედვედი.
დღეს გულ დაწყვეტილი ვარ, მაგრამ ვიცი რომ წინ კიდევ ბევრი გამარჯვება და სიხარული გვაქვს, რადგან ეს არ არის უბრალოდ გრანდი, ეს არ არის ფულით შექმნილი ძვირადღირებული ფეხბურთელების ერთობლიობა ეს არის დიდი სიყვარულის ისტორია, რომელსაც ბოლო არ აქვს. წინ მომავალი გამარჯვებებისაკენ!

Fino Alla Fine!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

36 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:forza: :juvee:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

dasapasebelia tqveni gundi dzlieri gundi romelsac ar gaumartla aset dzlier metoqes rom shexvda.. iuve axla unda itos meotxed pinalshi bavariac unda iyos da bevri uazro gundi arunda iyos.. forza juve (kule)

WOLFENSTEIN
wolfenstein
8 years ago

გენაცვალეთ იუვენტინოებო. ყველანი მაგრად მიყვარხართ.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Oo

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

პატივს ვცემ ყველა გუნდს და მითუმეტეს მათ ყველა გულშემატკივარს, განსაკუთრებით წერილის ავტორს… მაგრამ დამბურძგლა და ცრემლს ვერ ვიკავებ სტატია არაა, იმიტომ რომ საკმაოდ შაბლონური ტექსტია… თარიღების და გვარების შეცვლით, ბევრ გუნდზე გამოდგება… მაქვს წაკითხული ასეთი წერილები, მათ შორის ბაიერნზეც… კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ავტორს და მის ემოციას პატივს ვცემ… უბრალოდ ზოგიერთ კომენტარს ვთვლი გადაჭარბებულად…

forza-iuve
8 years ago

იუვე ყოველტვის ცჰემ გულსჰი იკნება :forza: :forza: :juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.
36
0
Would love your thoughts, please comment.x