ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გულშემატკივრის ღია წერილი..

ეს წერილი ფეისბუქზე, ჩვენი საიტის გვერდზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა.. იცით.. არ ვიცი რამდენად სუბიექტური ვარ, მაგრამ ამდენი ემოციური სიტყვების წაკითხვა, მოსმენა არაერთი ქომაგისგან, დიდი სიამაყის საბაბს მაძლევს. ჩვენთვის იუვენტუსი სპორტზე, ფეხბურთზე, საფეხბურთო მოედანზე, გოლზე და ანგარიშზე მეტია.. ეს მთელი ცხოვრებაა!

1995 წელს 8 წლის ვიყავი. უბნელი მყავდა, ვინმე შოთა სანიკიძე, რომელიც ჩემზე 2 წლით დიდი იყო და ფეხბურთსაც ჩვენზე (პატარებზე) უკეთესად თამაშობდა. შოთა იუვენტუსს გულშემატკივრობდა და რა თქმა უნდა მეც მას ვბაძავდი. 1996 წელს იუვე ფინალში გავიდა (რომელსაც მშობლებმა არ მაყურებინეს, რადგან თამაში ტრადიციულად გვიან იწყებოდა). მეორე დღეს კი გავიგე, რომ ჩემი საყვარელი გუნდი ჩემპიოთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ამას მოჰყვა 97 წლის ფინალი, რომელსც ვუყურე და მიუხედავად დამარცხებისა გვიან ღამით სახლში დაბრუნებულ მშობლებს გახარებული დავხვდი და ვუთხარი: დე დელ პიერომ იცი რა მაგარი გოლი გაიტანა ქუსლით? ამას მოჰყვა 98 წლის ფინალი და ჩემი პირველი ბავშვური ცრემლები, ცოტა ხანში კი დელ პიეროს ტრამვა …

ლიდერის გარეშე მანჩესტერთან წაგებული თამაში 2:3 და იტალიის ჩემპიონატში მე-8 ადგილი. შემდეგ იყო დელ პიეროს დაბრუნება. თუმცა ეს სულ სხვა ალექსი იყო. დინჯი, მშვიდი, მოაზროვნე მაგრამ ისეთივე გულიანი და თავდადებული როგორც ტრამვამდე. რამდენიმე ხანში ტრეზეგე, ნედვედი და მის გარეშე ჩემპიონთა ლიგის ფინალი მილანთან. ნეტავ რა იქნებოდა ნედვედს რომ იმ თამაში არ გამოეტოვებინა? იყო საერთოდ მაშინ რაიმე ძალა რაც იუვეს გააჩერებდა? არავინ იცის…

შემდეგ 2006 წლის სკანდალი. სადაც მხოლოდ ყველზე ყველაზე ერთგული ფეხბურთელები და გულშემატკივრები დავრჩით იუვესთან, რომელსაც ძალიან უჭირდა, თუმცა გვჯეროდა მისი, გვჯეროდა რომ ასეთი დიდი კლუბები, ასეთი დიდი ფეხბურთელებით არ ქრებიან ესე უგზო-უკვლოდ. იუვე დაბრუნდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ აგერ უკვე ზედიზედ მეხუთე სკუდეტოს უმიზნებს. მე კი ძალიან ბედნიერი ვარ რომ 1995 წელს მყავდა უბნელი შოთა სანიკიძე, რომელიც ძალიან მალე გადავიდა ჩემი ეზოდან და მას მერე თვალით არ მინახავს. დარწმუნებული ვარ ისიც ახლა იუვეს გულშემატკივარია და ზუსტად ისევე განიცდის გუშინდელ მარცხს როგორც მე. თუმცა მარცხი ალბათ ცოტა გადაჭარბებულია. გუშინდელი მატჩი იყო მტკიცებულება იმის რომ იუვე ძალიან ძალიან დიდი გუნდია. ერთ-ერთი უდიდესი და რაც მთავარია მას აქვს სული.

ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია. რამდენი ფულიც არ უნდა ცადონ მფლობელებმა მანჩესტერ სიტიში, პესეჟეში, ჩელსიში, რამდენი მაგარი ფეხბურთელიც არ უნდა იყიდონ, ისინი ვერ იყიდიან მთავარს, სულს! სულს რომელსაც უკან უდიდესი ისტორია, მოგონებები და ფეხბურთელები უდგანან. რომლებმაც წლების მანძილზე ყველაფერი აკეთეს ჩვენთვის, იუვეს გულშემატკივრებისთვის. დღევანდელი იუვე ძველი სიყვარულის ისტორიის გაგრძელებაა. როდესაც ვხედავ როგორ ნერვიულობს დიბალა სათადარიგოთა სკამზე, როგორ უხარია სხვისი გოლი მორატას, როგორ ბოლო ამოსუნთქვამდე კბილებით იცავს საკუთარ კარს თავგატეხილი კიელინი და როგორ ამხნევებს დანარჩენებს ჩვენი ნუმერო უნო, ვრწმუნდები რომ ეს ისევ ის იუვეა სადაც ენა გამოყოფილი დელ პიერო აღნიშნავდა რეალის კარში გოლს და სადაც ტრიბუნებისკენ გარბოდა საბოლოო გოლის ავტორი, პაველ ნედვედი.
დღეს გულ დაწყვეტილი ვარ, მაგრამ ვიცი რომ წინ კიდევ ბევრი გამარჯვება და სიხარული გვაქვს, რადგან ეს არ არის უბრალოდ გრანდი, ეს არ არის ფულით შექმნილი ძვირადღირებული ფეხბურთელების ერთობლიობა ეს არის დიდი სიყვარულის ისტორია, რომელსაც ბოლო არ აქვს. წინ მომავალი გამარჯვებებისაკენ!

Fino Alla Fine!

36 thoughts on “გულშემატკივრის ღია წერილი..

  1. chemi shvili wers mgonia….დაავადებულია იუვეტი და მეც გადმომდო,წუხელის გული კინაგამ გამისკდა მაგრამ რას იზამ ფორტუნამ ასე ინება

  2. ჟრუანტელი მივლიდა მთელი ტექსტის კიტხვის მანძილზე საგოლ დზმაო მართლა სითბოთი ამევსო გული

  3. . bufoni

    bardzo boni kielini

    markizio.pogba

    giotce-isko

    plorencs sandro

    dibala morata
    zaza>
    aseti juve iq yvelapris paoriti

    1bufoni
    2.bardzali
    3.boni
    4,kielini
    5.pogba
    6.markizio
    .7.giotce-isko
    8.plorenci
    9.sandro
    10.dibala
    11.morata.
    Zamena.
    Neto
    rugano
    kaseresi
    padoini
    asamoa
    sturaro
    ernadeshi
    lemina
    kuadrado
    pereira.
    Bernadi
    zaza
    wavides unda
    evra
    lixta
    xedira
    manju
    2pegburteli gvinda

    plorenci
    isko giotcedan erterti
    da aravin unda gaushvan

  4. შოკირებული ვარ… არა იმის გამო,რომ წავაგეთ 2-0-ის მერე,არამედ იმით რაც იუვემ ითამაშა სანამ რესურსი ეყო… დიახ რესურსი არ გვეყო… იმის მერე რაც ყველა რგოლის დამრტყმელი ძალა დავკარგეთ,ყველას განწირული ვეგონეთ და მაინც იუვემ მსოფლიო გააოცა… გუარდიოლამ და რუმენიგემ აღიარეს,რომ გაუმართლათ… და მართლაც 70 წუთი ალიანც არენაზე ერთი გუნდი დომინირებდა… უამრავი შექმნილი მომენტი,არ ჩათვლილი გოლი,იღბალმა ზურგი გვაქცია… მესამე გოლი რომელიც გერმანელებს საბოლოოდ გატეხდა და რომელიც ასე ახლოს იყო,არ შედგა… ალეგრი,რომელიც შეიძლებოდა დღეს გმირი გამხდარიყო,მთავარ დამნაშავედ გამოჩნდა,არადა მას არ ეყო რესურსი თამაშის დასამთავრებლად.მორატა უკვე დადიოდა და ალბათ ყველა სწორად მიიჩნევდა იმ მომენტში პირველი მატჩის გმირის გამოყვანას… კუდრადოს ძალა გამოელია და რამდენჯერ დაეცა,შეცვლაზე კი არავინ იყო ფორმადაკარგული პერეირას გარდა… შეიძლება ვიდავოთ ხედირას ნაადრევად გაყვანის გამო… მაგრამ ეს კამათი არ იქნებოდა იღბალს ცალი თვალითაც რომ გადმოეხედა… ახლა ყველა ალეგრის გენიალურობაზე ვილაპარაკებდით… იმ გოლ-შედევრზე,რომელიც მორატა-კუადრადომ შექმნეს… იმაზე,რომ თითქმის მეორე შემადგენლობით გერმანელები მათსავე არენაზე დავაჩოქეთ,მაგრამ… იღბალმა ყველა რესურსი გამოიყენა ჩვენს წინააღმდეგ,ტრავმებიდან დაწყებული,ვერ გატანილი გოლები,მსაჯობა,ვერგამართლებული შეცვლები და საბედისწერო უნებლიე შეცდომა,რომელსაც მეორე და გატამწყვეტი გოლი მოჰყვა… მაგრამ არ მახსოვს გუნდი,რომელმაც წაგების შემდეგ ამდენი ოვაციები დაიმსახურა… ზეიმი ჩვენს სახლშიც მალე შემოვა! :juvee:

  5. Alegrim waagooo alegrim dagvwyvita guli alegris bralia magis kiserzea reeebs wert to ra alegris brali ar minda ro mere vigacam ragac damiweros da tavs vikaveb mara rato WAAGO ALEGRIM???????????????????? Rato gamagebinet atbat me aze ar var da ver vxvdebi da iqneb gamagebinot tqven xo mase migachniat da dainaxet maseeeee eg tamashi ro mivxvde ratoooooo ra ?

  6. ჩემი უდიდესი პატივისცემა იუვეს მიმართ :juventus:
    გული არ გაიტეხოთ მეგობრებო.. :love:

  7. mtavari aravin wavides
    da mxolod 2pegburteli gvjirdeba da dalshe movides nebismieri
    marto ori dacvis trio ucvleli.a
    tan kaseresic iqneba da ruganoc dajkvianebuli mat win
    pogba markizio da amat win jirs vinc unda juves
    jandabas dakargulij komani mivfbt daumatot cota da giotce wamoviyvanot
    magram me isko mirchevnia
    plahnze marjvniv plorenci minda dz da sandroc mgelia win dagvinebuli dibala da mkvleli morata aravitari manjukichi gasashvebia

    1. აბა რაა გიყვარდეს ფეხბურთი და არ გიყვარდეს იუვე ეს წარმოუდგენელია
      ვამაყობ იუვეს ბალეშიკი რომ ვარ.აქ იბადებიან ვარსკვლავები და ლეგენდებად მიდიან აი ესაა გუნი სახელად იუვენტუსი.ვერანაირი მარცხი ჩვენ იუვეს სიყვარულს ვერ მოგვიკლავს.”ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,. მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს. ” :love: :love: :love: :forza: :juvee: :juvee: :forza: :forza: :forza:

  8. Buffonze rogor vityvi magis brali iyotqo gamoricxulia mara dagviberda dagviberda lomi.bonuchisac sad gaeqca ra levandovski to.buffonis gamosvlac sheidzleboda.rac maocebda meore sartulze dzaan sustebi iyvnen erti ver moiges ra.bolos kide lixshtaineri zus pas vegar aketebda iseti daglili iyo.shemosulebs unda etamashat da damatebiti dro ar gaxdeboda sachiro mara… Bavariidan kide shemosulebma iqoniss gavlena tamash ze. Evra kargad umklavdeboda tavidan mara maseti gamocdils maseti ram ar ubda emartebodes ra gaaketa to 100 procentiani unda moeshorebina burti 2 azri araa ro waego ra 2 wamshi mainc dakargavda ras shveboda to karoche gaushvan shemdeg wel agar unda iyos gundshi ra.sturaros ro gaeketebina kide xo mara amxela kacma ra gaaketa to.

  9. sircxvilia alegrize egeti laparaki pirvel tamashi sturaro da ernadeshi ro shemoiyvana sturarom sheagdo geniosi iyo axlac geniosi iyo pirvel taimshi
    moratas mteli sezoni ar utamashi da mito shecvala ro vegar dadinda da zamenaze gyavs namdvili mxeci tan baierni ar evaseba da eg ar unda shemoeyvana wina sturaro isetebi gaketa axla ra eqna ar shemoeyvana
    pataluri uigblobis bralia wageba

  10. Gushindel tamashze gadachrit ver vitqvi me piradat mashin meored unda vuyuro da nagrad arminda.erti vici ro alegri dzaan magari da dzlieri wvrtnelia dzaan taqtikurad dzaan dzlieria erterti yvelaze dzlieri etyoba kidec magis qmedebashi.is ro sxva gza ar qonda da magitom itamasha mag taqtikit daiviwyet araa mase braci.mag resursid ukve sheudzlebeli gaaketa jer turinshi da mere miunxenshi masea mase bevri wers aq ro alegrim waagovo to ranairad mitxarit? Uigbloa juve ar umartlebs(rogorc me) cota gamartleba chirdeboda ra egeti gundia ra jer ro gadaxedo magis pinalebs iqidanac mixvebi.tramvebi xo vapshe.imas ro idzaxit alegris bralia to imas rato ar itvaliswinebt ro tavadsxmashi gundis bombardiri naxevardacvashi shavisamushaos shemsrulebeli da lideri ar iyo da dacvis da gundis lideri ar yavdat da ra zamena kide zeroooo.erti barsas tu sheudzlia is gauketos rac juvem mag60 wutshi to.ro moego da boloshi gamartlebodat merec ityodit wamenebshi shecdao meta ar mgonia ragac….ar unda chamdgariyovo ra ar unda chamdgariyo to aba kide sheetia fiorentinas ki ar etamasheboda to.ubralod gvadrados da moratas sheedzlo ro daemtavrebina magi tamashi ra mara….. Imedia yvela darwmunda moratas ra sheudzlia da agar daiwereba ragaceebi.wina tamashidan gamomdinare rogor ar shemoeyvana xorvati tan morata ro daigala da gunds presingi chirdeboda.rig epizodebshi presings ro aketebda gundi morata ver shedzlebda magas tan shetevac agar iyo sachiro da droulad gaiyvana.xediraze chemi azritac cota mocda sheidzleboda kide tan ver tamashobdao ver ityvi mara axali energia da sirbili chirdeboda da shemoiyvana ra.pereira me vidzaxi tavidanve ro ar momwonstqo tan pormashi araa arc gamkvirvebia magis ver tamashi.mara darymunebuli var sxva gza ro ar qonda da alternativa da gadaglili gcadrado unda gaeyvana magitom shemoiyvana.neta lemina yopiliyo daje.juves gamosdis dacva da chajda kidec kielini aklda saswaulad sheidzleba itqvas gadamwyveti iqneboda bolos.bolos wamebit mainc ro daechirat burti….. Burtis damcheri aravin yavt vapshe aravin.komani uklasovo to da rigito magas vinc werda aze araa pegburtis 2×2 ar icis.nachuqaria eg bichi.tan juves xo eg seni aqvs tavisma ro unda sheugdos.magan gaiyvana bavaria sxvam ki ara to.

  11. გაიხარე,შეგვეხო ყველას.უდიდესი გუნდის სიყვარული გვაერთიანებს

  12. გუშინდელი მარცხი მხოლოდ მაკსის კისერზეა რომელმაც ყველას გვატკინა გულები

    1. გუშინდელი მარცხი ზამენის არ ყოლის ბრალია,მორატას გაყვანის შემდეგ მანჯუ კიარა სწრაფი ფორვარდი გვჭირდებოდა,კონტრშეტევის რო შეშინებოდათ ცოტა,მანჯუკიჩი რისი გამქცევია,დიბალა გვინდოდა უეჭველი გუშინ,+კიელინი მარკიზიო რამხელა დანაკლისია შენც იცი,ხედირა დაიღალა აშკარად ვეღარ დადიოდა რაუნდა ექნა ალეგრის

  13. საღოლ საღოლ,ყველა ტიფოზის სათქმელი ჩაუდია კაცს :)) მარა თავიდან არ ამომდის ევრას უაზრო დრიბლინგის მცდელობა :blin:

  14. მაგარი ხარ სუპერი ამიტო არ მოკვდება იუვენტუსი და ეს საიტი ასეთი ბალეჰიკები რო ყავს იუვეს და საიტს ასეთი ადმინი წარმატებები მომავალჰი :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee:

  15. Warmoudgeneli xasiati vachvenet gushin baierns tamashit vajobet ufro meti momenti gvqonda morata cvadrados ro gamartleboda exla chven viqnebodit meotxet finalshi. Is ar chatvlili golic gaixsenet. Lixshtan momentic minimum 5 momenti vwr gamoviyenet

  16. Me rac ar unda gasakviri iyos 2006 wlidan vgulshematkivrob. Del pieros gamo zustad im statiis shemdeg romel gazetshi iyo ar maxsovs. Ewera kapitama gemi ar datova. Da mashin mivxvdi tu ramxela ertguleba ido am gundshi

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.