ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

„თავები, თავები მაღლა!..“ „იუვე–ლირი“

ურთულესია წერო გუშინდელი დრამის შემდეგ, მაგრამ თავს მოვალედ ვთვლი, მცირედი მაინც გითხრათ ჩემი შინაგანიდან წამოსული…

უპირველესად, თავები არ დახაროთ და გულები არ გაიტეხოთ ძმებო და დებო, ჩემო იუვენტინოებო! იცოდეთ – თქვენ გულშემატკივრობთ ყველაზე მაგარ კრებულს მსოფლიოში, გამორჩეული ისტორიის და საოცარი ტრადიციის გუნდს! უფრო მეტიც – დიდ „შავ–თეთრ“ ოჯახს, რომლის მთავარი ღირსება ბოლომდე ბრძოლაა!
გუშინ ვიხილეთ ის, რისთვისაც ფეხბურთი გვიყვარს ზოგადად. სიყვარული კი უმეტეს შემთხვევაში სიხარულიდან და ტკივილიდან მოდის. ამჯერად, ჩვენ ტკივილი დაგვრჩა გულებში, მაგრამ მერწმუნეთ, აუცილებლად მოვა დრო და ეს ტკივილი სიხარულად შეგვეცვლება. დამიჯერეთ, ეს გარდაუვალი რეალობაა! ისტორიას არ ახსოვს, ბოლომდე ბრძოლას შედეგი არ გამოეღოს!
რაც შეეხება მეტოქეს, მივულოცოთ მიუნხენელებს ტიტანთა რკენაში გამარჯვება და მომავალი წარმატებები ვუსურვოთ!
ბოლოს კი, სვანური ზეპირსიტყვიერების მარგალიტით დაგემშვიდობებით:

„ – ომი გიქნიათო, გივარგილ.
– ომი ვქენითო, დედფალ.
– წაგიგიათო ომი, გივარგილ.
– წავაგეთო ომი, დედფალ.
– მაშ, რა აზრი ჰქონდაო ბრძოლას, გივარგილ?!
– ბრძოლას ყოველთვისა აქვსო აზრი, დედფალ!“
ბრძოლით, ღირსებით და თავდადებით – ყოველთვის და ყველაგან: ფორცა „იუვეეე“!

გულდაწყვეტილი, მაგრამ ამაყი – მარად თქვენი „იუვე–ლირი“

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მალე მოვიგოთ რა ლიგა ეხლა ძვლივს ვითმენ თავს და აი როცა ჩვენ საყვარელ გუნდს დავინახავ ლიგის თასით მაღლა აი მაშინ კი ვეღარ გავძლება და გულიანად ავტირდები

rmzjuve
rmzjuve
8 years ago

მადლობა სტატიისთვის კარგია! ერთს დავამატებ როგორც რუსები ამბობენ ი ნანაშე ულიცე ტოჟე ბუდეტ პრაზდნიკ! :forza:

Delpieronedved
Delpieronedved
8 years ago

Msajebma dagvchagres. Golze jarima iyo pogbaze. Moratas ar chatvlili golit zed emateba

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მაგრამ საწყენია რომ ბროლა შეწყდა მორატას გასვლის წუთიდან……საწყენია რომ ალეგრიც ადამიანია და შეცდა……ესეთი რამ პირველად მოხდა ჩემი და ჯუვეს ურთუერთობის 20 წლის მანძილზე…….რამოდენიმე ჩემი შეხედულება, წინათგრძნობა და სურვილი სამივე ასცდა რეალობას არა პირველი ტაიმის შემდეგ ფაქტია რომ სამივე რეალური იყო 1) რომა იუვე ძლიერია ბაიერნზე 2) რომ ვიდალი 100% მოღალატეა და მოღალატემ არ უნდა მიიღოს ის რის გამოც გვიღალატა და 3) გუარდიოლა სუსტი მწვრთნელია(იმაზე სუსტი იდრე ჩანს)……….მაგრამ გენიოსმა გენიალური შეცდომა დაუშვა………გენეტიკურ-იტალიური ალბათ. ანუ როცა ხედავ რომ შენი ყველა შეტევა გოლით ან ძძალიან სახიფათო მომენტით მთავრდება და 2 ბურთიანი უპირატესობა გაქ უნდა მოომდე გაანადგურო, უნდა შეჭამო გაუტანო და გაუტანო, არ დაინდო… Read more »

Bianconeri.10
8 years ago

:forza: :forza: :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

გაიხარე მაგარი ხარ

BESO BARAMIA
8 years ago

ვააჰ!! სტატიის დიდებული ფინალი სვანური ზეპირსიტყვიერებიდან!!

გენაცვალე, ქართველო!!

მარად და ყველგან ფორცაა იუვეე!! :juvee: :juvee:

BESO BARAMIA
8 years ago

ვააჰ!! სტატიის დიდებული ფინალი სვანური ზეპირსიტყვიერებიდან!!

გენაცვალე, ქართველო!!

მარად და ყველგან ფორცაა იუვეე!! :juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x