გიორგი ქასრაშვილის ყოველკვირეული მიმოხილვა
ვაგრძელებთ ტურინულ ცხოვრებას.. შავ-თეთრ სამყაროში ცხოვრება გრძელდება…
წინ კიდევ რამოდენიმე თვეა, სადაც უამრავი გამარჯვებები, რეკორდები და ტიტულები გველის… სკუდეტო ჯერ გარანტიებული არ გვაქვს, არც იტალიის თასი მოგვიგია ჯერ და არც ჯიჯის დაუმყარებია რეკორდი… # სერია-ას დასრულებამდე 9 ტურია დარჩენილი, მდევართან სხვაობა კი სულ რაღაც 3 ქულაა, ანუ ერთი ფეხის დაცდენა… მეტოქეებიც არც თუ ისე სუსტები გვყავს, მინდა გამოვყო გასამართი მატჩები ფლორენციაში, მილანში და მიმდინარე ტურის ტურინული დერბი…
ჩმ.ლიგის კოშმარული წუთნახევარი, იმედია მალე მიეცემა დავიწყებას, ალეგრიმაც სწორად განაცხადა ,,ვიწყებთ ფიქრს ტორინოზე” და არიან გუნდში ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც დღეს სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ. შესაბამისად ტურინულ დერბიში როტაციას უნდა ველოდოთ და ეს ლოგიკურიცაა, რამეთუ ჩვენი ბიჭები რობოტები არ არიან. # ასევე იწერება იმის შესახებ, რომ ჯიჯიმ საწყისი 4 წუთი შეინახოს მშრალად და დაამყაროს სერია-ას რეკორდი, რომელიც ამ მომენტისათვის სებასტიან როსის ეკუთვნის. მაგრამ მე ცოტა შორს მინდა წავიდე და მსოფლიო აბსოლუტურ რეკორდს მინდა ჯიჯი შევაჭიდო. მას კი ამისათვის ესაჭიროება: ტორინო – ბუფონი 90 წუთი ბუფონი – ემპოლი 90 წუთი მილანი – ბუფონი 90 წუთი ბუფონი – პალერმო 90 წუთი ბუფონი ლაციო 26 წუთი… 386 წუთი + 926 წუთი = 1312 აბსოლიტური რეკორდი…
# ეხლა კი მცირე ინფორმაცია, თუ ვის ეკუთვნის ეს რეკორდები: 1. ინგლისი, ედვინ ვანდერ სარი (მან.იუნაიტედი) – 1311 2. ესპანეთი, ალებ რესინო გომესი (მად.ატლეტიკო) – 1275 3. საფრანგეთი, გაეტანი (ბორდო) – 1266 4. გერმანია, ნოიერი (ბაიერნი) – 1147 ასე, რომ იუვენტუსის ჩატარებულ თითოეულ მატჩს, 3 ქულასთან ერთად კარის მშრალად შენახვას დიდი ფასი აქვს…
# ეხლა კი დავუბრუნდეთ სერია-ას. ტურინული დერბის შემდეგ, საკლუბო ჩემპიონატი მცირე პაუზას აიღებს და მას სანაკრებო ამხანაგური მატჩები ჩაანაცვლებს, ინფორმაციისათვის გეტყვით, რომ იტალია 24 მარტს ესპანეთს უმასპინძლებს, 29 მარტს კი გერმანიას ესტუმრება, ასე, რომ ,,ჩვენ” იუვენტინოებს მეტად საინტერესო სანაკრებო მატჩები გველის. ჩემპიონატი კი 31-ე ტურით განახლდება და იუვენტუსი შინ დაუხვდება მოკრძალებულ ემპოლს და შემდეგ უკვე მილანს ეწვევა… შემდეგ 33/34-ე ტურს იუვენტუსი ზედიზედ 2 მატჩს გამართავს შინაურ კედლებში პალერმოსა და ლაციოს წინააღმდეგ…
35-ე ტური კი შეიძლება სასკუდეტო მარათონში გარდამტეხი აღმოჩნდეს, რთული გასვლითი მატჩი ფლორენციაში… და ბოლოს, რჩება 3 ტური, სადაც იუვენტუსი აბსოლუტურ შედეგს აჩვენებს, რამეთუ მეტოქეები კარპი(შინ)-ვერონა(გასვლა)-სამპდორია(შინ) იქნებიან…
# ორიოდე სიტყვა ვთქვათ იტალიის თასის ფინალზეც, რომელიც 21 მაისს გაიმართება. იუვენტუსის მეტოქე მილანური კლუბი მილანია. ასე და ამგვარად, ჩმ.ლიგის ჰიმნი თიოეული ჩვენთაგანის ტელეფონებში მიმდინარე სეზონში წაშლილია, სატელევიზიო ჩვენება გათიშულია, კონცენტრაცია სერია-აზე, იტ.თასზე და ჯანლუიჯი ბუფონზეა გადატანილი. ნუ ჩამოვუშვებთ ცხვირებს, ნუ შეგვშურდება ჩმ.ლიგაზე მობურთავე წოლსბურგი-ბენფიკასი, ჩვენ მათ ეტაპზე ჩვენივე დანაშაულით ვერ მივედით (სევილია-იუვენტუსი) განვმეორდები და ვიტყვი: ტურინული ცხოვრება გრძელდება, წინ უამრავი გატანილი გოლიდან დიდი ემოციები და სიხარული გველის. მე-5 სკუდეტო, ზედიზედ მოპოვებული 2 იტ.თასი, 2 იტ.სუპერ თასი, არც ისე ადვილია…
# კეთილი სურვილებით Qasra
სიტი კომპანის ყიდის და იუვერ რომ მოიყვანოს დაცვის პრობლემა მოგვარებულია დიდი ხნით
Dortmundi – liverpuls daajaxes cudia pinalshi uketesi iqneboda es wyvili ra pontia
Ui dges pados dabadebis dgea mgoni vulocav legendas
Araper shuashia am statiastan mara wavikitxe tureze ragac
eg iqneba sisulele magari epeqturi naxevarmcvelia magram dzaan zarmacia dacvas saertod ar exmareba tipi dadis xolme da egeti pexburteli didad ar gamogvadgeba 
Egeti mosiaruleebi gvyavdes kargi iqneboda (ro darbodes ras itamashebda
juveshi irbens)eg dadis da ras tamashobs angrevs da aq kide darbian tavs iklaven da mainc ver tamashoben
pintu-ricchio
xo axlos viyavi . . . :-D
baierns sad gaumartla ra. . . Mara barsas mainc ver gaeqceva adre tu gvian…
ბიჭებო თუ გახსოვთ მორატას რომელ წუთზე არ ჩაუთვალეს გოლი???
Milans chemtavze vigeb egeni ararin gamtanebi
milanis gulshematkivari sadaa gaskdi gulze)))
Admin jigari xar magari statiaa
.abara unda wavide rac sheidzleba win 5 machi ro ar gaushvas ratomac araaa buffoni imsaxurebs magas