ალეგრი ტორინოსთან მატჩზე..
მასიმილიანო ალეგრი გულდამწუხრებული სახით მომავალ მატჩზე საუბრობს.. თუმცა, მისი თქმით გუნდმა წინ უნდა გააგრძელოს ყურება. ასეთი ეპიზოდები აუცილებლად უნდა გადაილახოს და გახდეს, მომავალი გამარჯვებების საწინდარი..
“კიელინი გამოტოვებს მოახლოებულ დაპირისპირებას. მას სერიოზული არაფერი სჭირს, თუმცა სეზონიდან სეზონამდე ერთი და იგივე ხასიათის დაზიანება აქვს.. ზოგჯერ 5 დღეს მოითხოვს, ზოგჯერ უფრო მეტს.. მის გარდა მარკიზიოს და კასერესის იმედიც არ უნდა მქონდეს. დიბალა? იგი განაცხადშია და შეგვიძლია ვათამაშოთ. სამი მცველი? დიახ.. ბუფონის გარდა სხვა მინიშნებებს აღარ მოგცემთ..
ბაიერნთან შეხვედრაში ფიზიკური კონდიციების კუთხით უდაოდ დამღლელი იყო, მაგრამ გვყანან მეტ ნაკლებად დასვენებულები ვისზეც დაყრდნობა ჩემი მხრიდან ნამდვილად არ იქნებოდა შეცდომა. მეორეს მხრივ, უფრო მეტად ფსიქოლოგიურ გადაღლაზე ვფიქრობ, რომელიც ასეთი ორი დაპირისპირების შემდეგ ნამდვილად მოსალოდნელია.
მსურს, ხვალ ფსიქოლოგიურად მომზადებული იუვენტუსი ვიხილო, რადგან ტორინოსთვის ეს სეზონის მატჩია.. ისინი და საერთოდ მთელი ტურინი დერბის განსაკუთრებულად ელის. ამიტომაც მობილიზება მოგვიწევს.. არ ღირს სინანულისთვის დროის დათმობა.. დიახ, აბსოლუტურად ყველაფერი მესმის, მაგრამ მსგავსი ეპიზოდები გეხმარება გახდე უფრო ძლიერი! ჩვენთვის მას გამარჯვებების ახალი ტალღის მოტანა შეუძლია.
ჯერჯერობით ისევ სათავეში ვიმყოფებით, მაგრამ არაფრისთვის მიგვიღწევია. ამიტომაც სრული მობილიზება ჩემპიონატის ფინიშამდე.. ასევე არ უნდა დავივიწყოთ იტალიის თასის ფინალი, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიზანია”.
Midi max gadauare merdebs
shemdeg wels ligac dade da egaa
zazuna minda xval sastavshi