ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის მატჩისშემდგომი კომენტარი

“პირველ რიგში დიბალას თაობაზე მსურს კომენტარის გაკეთება. მას არაფერი სერიოზული არ ჭირს.. ერთ-ერთი შეჯახებისას მცირე დისკომფორტი იგრძნო და ამიტომაც აღარ გავრისკე. მორატა ნამდვილად კარგ ფორმაშია, მაგრამ მან ბაიერნთან დიდი სამუშაო გასწია, ხოლო დღევანდელი ამინდიდან გამომდინარე მინდორზე მეტ ნაკლებად დასვენებული ფეხბურთელი მჭირდებოდა.. საბედნიეროდ ალვარო ბრწყნვალედ ჩაერთო და ორი გოლის გატანაც მოახერხა”..

“დასანანია რომ გოლი სოლო რეიდიდან გამომდინარე აქტივობას მოჰყვა.. არადა ტორო მაინც და მაინც დიდ ხიფათს იმ პერიოდში არ ჰქმინდა. გარკვეულ ასპექტებში სამუშაო გვესაჭიროება და შეცდომების სწრაფი აღმოფხვრა.

მაქსი ლოპესის გოლი? მათი კარგად მესმის. ასეთივე იმედგაცრუება გვქონდა ჩემპიონთა ლიგის შემდეგ. საერთოდაც, მსაჯების საქმიანობაზე საუბარი არ მიყვარს.. ვფიქრობ, ორ ეპიზოდს ძირეულად არ შეეძლო ამ შემთხვევაში კორექტივების შეტანა. ლოპესის გატანილი ბურთის შემდეგ ტორო ჩაიკეტა და რეალურად საქმეში აღარ ჩართულა. ასე რომ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ასეთი რამ შეიძლება, 10 ნახევარი მშრალი მატჩის შემდეგ..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
morata1989
8 years ago

Imedia moratas daabruneb ziritadshi ukve imsaxurebs amas nagdad!

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x