ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე

ბიანკონერის გენერალურ დირექტორს კლუბის სატრანსფერო კამპანიაზე მოუხდა საუბარი..

“პოგბასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. შარშან ჩვენ საკმაოდ მსუყე წინადადებებზე უარი ვთქვით.. ასეთ დროს ფეხბურთელის ნება წყვეტს და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ვფიქრობ მისი დარჩენისთვის კარგი შანსები არსებობს. კუადრადოს რაც შეეხება ჩელსის წარმომადგენლებთან უახლოეს პერიოდში დავილაპარაკებთ.

ბერარდი? იგი და სხვა ახალგაზრდები ჩვენს გეგმებში შედიან.. თუმცა, გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრ ფაქტორზე მოგვიწევს დაფიქრება.. აჩქარებას კი კარგი არაფერი მოაქვს. ჩვენ საკმაოდ კარგი გუნდი გვყავს და მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აუცილებლად ვეცდებით ისეთი ფეხბურთელებით გაძლიერებას, რომლებიც ხარისხს კიდევ უფრო მეტად მოუმატებენ.

ალეგრისთან კონტრაქტის გახანგრძლივება კლუბისთვის პრიორიტეტული ნაბიჯია.. მერწმუნეთ ამისთვის შესაფერის დროს გამოვნახავთ.. საერთოდაც, ჩვენ შორის იდეალური ურთიერთობა სუფევს, ხოლო ქაღალდზე ხელმოწერის დადება უბრალო ფორმალობაა..

მესმის ვნებათაღელვა მორატასთან დაკავშირებით. ფაქტია, ჩვენ ფსონი მასსზე დავდეთ და გვწამს საკუთარი ნაბიჯის. სურვილი ღიაა და ამას ვერავინ უარყოფს.. გვსურს ესპანელის შენარჩუნება და ვეცდებით რეალთან რაც შეიძლება მალე გავმართოთ დიალოგი, რათა საბოლოოდ გაირკვეს ეს უაზრო სიტუაცია”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

94 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jjj jjj
8 years ago

დავით, ფლეშ რეკლამები რომ გაკეთდეს არ შეიძლება? საიტის გვერდზე, ნიუსის გახსნაზე ან თუნდაც ყველგან იყოს რეკლამები :yes:

jjj jjj
8 years ago

File.ge-ს რა კაი შემოსავალი აქვს რეკლამებით :loool: ტოტალიზატორები უკვეთავენ ხშირად რეკლამებს და აქ რატო არ უნდათ? თუ გაკეთდება რეკლამები მე პირადად ყოველუ საიტის გახსნაზე გადავალ რეკლამაზე, დავრეგისტრირდები თუ მოითხოვს ან რამე მსგავსი!!! ოღონდ ეს საიტი არ გაუქმდეს :no :blin:

Bianconeri.10
8 years ago
Reply to  jjj jjj

რეიტინგი არ აქვს საიტს,იუვეს ქომაგებიც ცოტა დავრჩით,ახლი თაობა ბარსა – რეალზეა გადართული,6.5 ათასი მოწონება აქვს მარტო საიტს ვინ შეუკვეთავს რეკლამას,სერია ას ესენი არ ანახებენ არაფერი როგორ უნდა უბალეშიკოს ახალგაზრდობამ :blin:

lasha khvichia
G10
8 years ago

ასეთი რაღაც გააკეთეთ რომ სტატიაზე გადასვლისას გადადიოდეს დამკვეტის რეკლამაზე , იქნებ ფული გადახადონ მეტი

| Newsphere by AF themes.
94
0
Would love your thoughts, please comment.x